მთავარისიახლეებიპოლიტიკასათამაშო პანდა და სამგლოვიარო გვირგვინი ივანიშვილს საქართველოს ახალგაზრდებისაგან

სათამაშო პანდა და სამგლოვიარო გვირგვინი ივანიშვილს საქართველოს ახალგაზრდებისაგან

Published on

მოძრაობა #სირცხვილიას აქტივისტებმა, ქართული ოცნების ოფისთან სამგლოვიარო პროცესია მოაწყვეს


ისინი აქ სამგლოვიარო მუსიკით მივიდნენ. როსტომ მეფის სასახლესთან მიტანილი ჰქონდათ, გვირგვინი, რომელსაც “Gauqmebulia, Gauqmebulia” აწერია.

“დღეს ქართულ ოცნებას აქვს გლოვის დღე, რადგან მთავარმა პროპაგანდისტულმა იარაღმა, ტროლების ქარხანამ მუშაობა დაასრულა და გაუქმდა ასობით ანტიდასავლური ნარატივისა და ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელი სახელისუფლებო გვერდები, რომელთა რეკლამირებაზეც 316 000$-ზე მეტი დაიხარჯა” – ამბობს აქტივისტი.

სამოქალაქო აქტივისტები ყალბი ამბების გავრცელებას და ტირაჟირებას აპროტესტებენ.

“ექაუნთები ხომ არ გათხოვოთ?” – “გაბედეს” აქტივისტებმა ქართული ოცნების ოფისთან სათამაშო პანდა მიიტანეს.

“ბატონ ბიძინას ფეისბუქმა ყველა პანდა გაუქრო ფეისბუქიდან. ქართული ოცნების ოფისში დავუტოვებთ ამ პანდას, შეუძლია, მოვიდეს, ჩაეხუტოს და მშვიდად დაიძინოს ხელისუფლებაში მისი დარჩენილი დღეების განმავლობაში”- განაცხადა აქციის მონაწილემ.

დაცვის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის უკან Facebook-მა 300ზე მეტი გვერდი და ათეულობით ყალბი ანგარიში გააუქმა.


სიახლეები

ევროკავშირი საქართველოს შესახებ 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს

ევროკავშირის წარმომადგენლობა, გაფართოების პაკეტის ფარგლებში, საქართველოს შესახებ, 2026 წლის წლიურ ანგარიშს ამზადებს. ამის შესახებ რამდენიმე...

ტრამპი ირანს ულტიმატუმს უყენებს და ელექტროსადგურებზე დარტყმით ემუქრება

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანს ახალი ულტიმატუმი წაუყენა — იგი ჰორმუზის სრუტის სრულ გახსნას...

გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი, გურამ კაშია, სანაკრებო კარიერას 2026 წლის ივნისში დაასრულებს. ინფორმაცია ფეხბურთელმა 23...

სიონის საპატრიარქო ტაძარი დილიდან, საღამოს 20:00 საათამდე იქნება ღია

სიონის საპატრიარქო ტაძარში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის საფლავზე, პატივის მისაგებად...