მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება იხტიბარს არ იტეხს და სახდეპის განცხადებას თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირებს

ხელისუფლება იხტიბარს არ იტეხს და სახდეპის განცხადებას თავის სასარგებლოდ ინტერპრეტირებს

Published on

ვისცა შეუძლია კითხვა და, მე ზუსტად ვიცი, რომ ჩვენს ოპონენტებსაც შეუძლიათ ამ განცხადების სწორად წაკითხვა, უბრალოდ სხვანაირად წარმოაჩენენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს განცხადება არის რეალურად მხარდამჭერი განცხადება. აცხადებს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე საუბრისას. – მათ არა მარტო სხვადასხვანაირად გაიგეს, არამედ სხვადასხვანაირად თარგმნეს ეს განცხადება, რაც მიანიშნებს, იმაზე, რომ არის აშკარად მიკერძოება.

სიტყვებს ამატებენ აკლებენ, სხვანაირად თარგმნიან. ძალიან მარტივად არის აქ ყველაფერი განმარტებული. პოლიტიკურ პროკურატურაზე და სასამართლოზე აქ არ არის საუბარი, აქ არის საუბარი, რომ საქართველომ უნდა გააძლიეროს ძალისხმევა, იმისათვის, რომ არ იყოს არანაირად უზრუნველყოფილი მიკერძოება პროკურატურის და სასამართლოსი. არც იმაზეა საუბარი, რომ დღეს არის მიკერძოებული პროკურატურა ან სასამართლო, არც სხვა რამეზეა საუბარი, არც დაჟინებაზე არ არის საუბარი და არც დაუჟინებელ მოთხოვნაზე.

არადა აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში სიტყვასიტყვით წერია: “დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გაამყაროს მისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლების და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი და უზრუნველყოს სასამართლოს და პროკურატურის სისტემის თავისუფლება პოლიტიკური მიკერძოებისგან. “

სიახლეები

აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო

2024 წლის დეკემბრის აქციების დროს ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული თედო აბრამოვი სააპელაციო სასამართლომაც უდანაშაულოდ ცნო. პირველ...

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ

დღეს პატრიარქის ნათლულების მსვლელობას აწყობენ. მსვლელობა 20:00 საათზე ავლაბრის მეტროსთან დაიწყება და სამების ტაძართან...

ესპანეთმა უკრაინისთვის €1 მილიარდის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა

18 მარტს ესპანეთმა უკრაინისთვის 2026 წლისთვის 1 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარადგინა,...

ვითხოვ, რომ პატრიარქის გასვენებაში მიმიყვანონ – მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ისთვის პატივის მისაგებად სამების საპატრიარქო ტაძარში სამოქალაქო...