მთავარისიახლეებიპოლიტიკანაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები პოლიტსაბჭოს მიმართავენ მოთხოვნით ჩატარდეს ფართო წარმომადგენლობითი ყრილობა,...

ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები და აქტივისტები პოლიტსაბჭოს მიმართავენ მოთხოვნით ჩატარდეს ფართო წარმომადგენლობითი ყრილობა, არანაკლებ 6000 დელეგატის მონაწილეობით

Published on

ბოლო დროს აქტიურად მიმდინარეობს დისკუსია იმის თაობაზე, თუ  თუ რა ფორმით და მაშტაბით უნდა ჩატარდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  რიგით მე –7 ყრილობა –2 000 კაციან ვიწრო წრეში, როგორც ეს დაგეგმილი აქვს პოლიტსაბჭოს ამჟამინდელი შემადგენლობის ერთ ნაწილს, თუ ფართო წარმომადგენლობითი მრავალათასიანი ყრილობა, რათა მოძრაობის მეტ წევრსა და მხარდამჭერს ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის საშუალება  რეალური დემოკრატიისა და   ჩართულობის პირობებში. სწორედ ასე, და არა  კულუარული და შერჩევითი მიდგომებით უნდა მოხდეს უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებების მიღება პარტიაში. – ასეთია  ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციების, ასევე პარტიის მხარდამჭერებისა და აქტივისტების უდიდესი ნაწილის პოზიცია, რომელიც დღეს პარტიის პოლიტსაბჭოსადმი მიმართვის  სახითაც დაფიქსირდა.  
 მიმართვაში  ჩამოყალიბებულია შემდეგი მოთხოვნები: 
1. ჩატარდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ფართო წარმომადგენლობითი ყრილობა, არანაკლებ 6000 დელეგატის მონაწილეობით,
2. ენმ ყრილობის მომზადების პროცესში და მიმდინარეობისას უზრუნველყოფილი იქნას მხარდამჭერთა აქტიური ჩართულობა.
მოვითხოვთ ყრილობის დელეგატების შერჩევის პროცესი იყოს გამჭვირვალე, დემოკრატიული და სამართლიანი.
3. ყრილობაზე მონაწილეთა ფართო ჩართულობით განხლულ იქნას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიის დამარცხების მიზეზები, 
4..  ყრილობაზევე გადარჩეული იქნას მოქმედი პოლიტსაბჭო, რომლის ხელმძღვანელობითაც  პარტიამ ვერ მიაღწია სასურველ შედეგებს ვერცერთ არჩევნებზე ბოლო წლების განმავლობაში და მოხდეს ახალი პოლიტსაბჭოს არჩევა პოლიტსაბჭოს კანდიდატების არჩევის წესზე და პრინციპებზე წინასწარი, ფართო განხილვის და შეთანხმების შემდეგ.
დაუშვებლად და საზიანოდ მიგვაჩნია ენმ საპარლამენტო დეპუტაციის სიის მექანიკური კოპირება პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში, 
5. ყრილობის დღის წესრიგში არ უნდა დადგეს პარტიის თავმჯდომარის არჩევის საკითხი.მოვითხოვთ, პარტიის თავმჯდომარის პოსტი დარჩეს ვაკანტური მიხეილ სააკაშვილის მიმართ პოლიტიკური დევნის დასრულებამდე, პოლიტსაბჭოს  2015 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტურია და  ამ თანამდებობაზე განიხილება მიხეილ სააკაშვილი. თავმჯდომარის  ფუნქციები კი წესდებით დუბლირებულია და რეალურად დელეგირებულია პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეზე.  
"უკვე სამი წელია პარტია გადასულია გუნდურ მმართველობაზე, არსებობს პოლიტსაბჭო, მისი თავმჯდომარე და გენერალური მდივანი და სწორედ ეს სტრუქტურები იღებს გადაწყვეტილებას პარტიაში, ამიტომ არანაირი საჭიროება და მიზანშეწონილობა არ არსებობს ახალი თავმჯდომარის არჩევის, პარტია გააგრძელებს გუნდურ მართვას",- დავით ბაქრაძე, 5.12.2015.
ის გარემოებები, რომლის გამოც პოლიტსაბჭომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო, დღეისთვის არ შეცვლილა.  ყრილობის მიერ პარტიის თავმჯდომარის არჩევის აუცილებლობა სრულიად დაუსაბუთებელია , ხელოვნურადაა წამოწეული და ამიტომ  მხარდამჭერების მიერ აღიქმება როგორც პარტიის ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის პარტიის მართვისგან ჩამოცილების მცდელობა პოლიტსაბჭოს ნაწილის მიერ. ეს აღქმა უდიდეს ელექტორალურ (და არამარტო)  ზიანს აყენებს და მომავალშიც მიაყენებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.'' – ნათქვამია მიმართვაში. 
მიმართვას გამოქვეყნებისთანავე შეუერთდნენ ნაციონალური მოძრაობის  წალენჯიხის, ჩხოროწყუს,  სენაკის, წალკის, ყვარლის,საგარეჯოს,  ლაგოდეხის, თელავის, ოზურგეთის, ჩოხატაურის,  ვანის, დმანისის,  საჩხერის, ბოლნისის და სხვა რაიონული ორგანიზაციები. მიმართვას ინდივიდუალურად მოაწერა ხელი უამრავმა აქტივისტმა და მხარდამჭერმა. ხელმოწერთა  რაოდენობა  განუწყვეტლივ იზრდება .

სიახლეები

საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად

26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...