მთავარისიახლეებიმოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

Published on

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი ირაკლი კობახიძეს ცილისწამებას კერძოდ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და პატივისა და ღირსების შელახვას ედავებოდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ლიანა კაჟაშვილმა მიიღო.

სასამართლო პროცესზე არ გამოცხადდა არც ირაკლი კობახიძე, არც მისი წარმომადგენელი.

ნეტგაზეთის ცნობით, “განხილვისას ითქვა, მათ არც შესაგებელი წარმოუდგენიათ, იმის მიუხედავად, რომ სარჩელი დაახლოებით 4 თვის წინ, 2025 წლის 17 დეკემბერს ჩაიბარეს”.

“შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ მე ვერ ვხედავ აქ ამ მხარეს. როგორც ვიცი არც შესაგებებელი შემოსულა მოპასუხის მხრიდან. არ ვიცი ამას სასამართლო როგორ აღიქვამს, ეს არის მოპასუხის მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირება, თუ სასამართლოს უპატივცემულობა? არ ვიცი, არა მგონია სასამართლოს ლეგიტიმაციას არ აღიარებდეს. ჩემთვის საინტერესო იქნება სასამართლოს მსჯელობა ამაზეც” – ნეტგაზეთის ცნობით, განაცხადა პროცესზე მზია ამაღლობელმა.

ცნობისთვის, მზია ამაღლობელი სადავოდ ხდიდა ირაკლი კობახიძის მიერ საზოგადოებრივი მაუწყებლის, იმედისა და რუსთავი 2-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს, მათ შორის, 2025 წლის 16 აპრილს ირაკლი კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მზია ამაღლობელი “კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა”.

ეს მსგავსი შინაარსის მეორე საქმეა, რომლის განხილვაც სასამართლომ შეწყვიტა.

სიახლეები

ნათია თურნავა ინფლაციის ზრდას ახლო აღმოსავლეთის ომს უკავშირებს

ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი ნათია თურნავა ქვეყანაში არსებული ინფლაციის მიზეზად გარე შოკებს და ახლო აღმოსავლეთში...

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება

6 წლის შემდეგ თბილისსა და ბაქოს შორის ყოველდღიური სამგზავრო სარკინიგზო მიმოსვლა 26 მაისიდან აღდგება-...

უკრაინამ პირველი მართვადი საჰაერო ბომბი შექმნა

პირველი უკრაინული მართვადი საჰაერო ბომბი (KAB) საბრძოლო გამოყენებისთვის მზადაა, მისი შემუშავება 17 თვე გაგრძელდა...

ტრამპი- ირანის დრო იწურება, ჯობია, მალე იმოქმედონ!

აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩიხში შესვლის ფონზე წერს, რომ ირანს დრო...