მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,ჩვენი მთავარი ამოცანაა სტატუს-კვოს დაბრუნება'' - აცხადებს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ...

,,ჩვენი მთავარი ამოცანაა სტატუს-კვოს დაბრუნება” – აცხადებს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩი ზურაბ პატარაძე დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით

Published on

ჩვენი მთავარი ამოცანაა სტატუს-კვოს დაბრუნება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა ზურაბ პატარაძემ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით განუცხადა.

მისივე თქმით, უახლოეს მომავალში თბილისში გაიმართება დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის სხდომის მორიგი რაუნდი.

პატარაძის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებს შორის შეხვედრაზე კომისიის თარიღთან დაკავშირებით იმსჯელეს.

„თქვენ იცით, ახლახანს გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი აზერბაიჯანში, სადაც მიაღწიეს შეთანხმებას, რომ ეტაპობრივად აღდგეს სტატუს-კვო. პირველ რიგში სასულიერო პირებს აქვთ საშუალება თავისუფლად გადაადგილდნენ სამონასტრო კომპლექსის ყველა ტერიტორიაზე. დაგეგმილია, მომდევნო წლის დასაწყისში ჩატარდეს მორიგი კომისია დელიმიტაცია- დემარკაციის თავალსაზრისით.

ვფიქრობ, ეს პროცესი ხელს შეუწყობს ამ პრობლემის დროულად გადაჭრას. აზერბაიჯანი-საქართველოს ურთიერთობები ძალიან მნიშვნელოვანია და დარწმუნებული ვარ, ეს საკითხიც გადაწყდება ისე, როგორც ორ მეგობარ ქვეყანას შეეფერება“, – განაცხადა პატარაძემ.

მისივე თქმით, სტატუს-კვოს აღდგენა არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც კომისიის მეორე სხდომაზე უნდა იმსჯელონ.

„მთავარი ჩვენი ამოცანაა სტატუს -კვოს დაბრუნება და შესაბამისად, ამ რეჟიმში გავაგრძელოთ მუშაობა“, – განაცხადა ელჩმა.

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...