მთავარისიახლეებისამართალიანა ჯაბაური: ,,სოლოღაშვილი მოერეოდა ცოტნეს? ეს ზღაპრები არავის სჯერა. პეტრე ყუფარაძის ამბავი...

ანა ჯაბაური: ,,სოლოღაშვილი მოერეოდა ცოტნეს? ეს ზღაპრები არავის სჯერა. პეტრე ყუფარაძის ამბავი მადარდებს ძალიან. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება. რეალურად ეს არის ადამიანი, ვინც ცოტნე გადაარჩინა”

Published on

სოლოღაშვილი მოერეოდა ცოტნეს? ეს ზღაპრები არავის სჯერა, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს” ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ, ანა ჯაბაურმა განუცხადა. მისივე თქმით, საქმეში რამდენიმე პირი ფიგურირებს და არ არის გამორიცხული, ბრალდებულთა რიცხვი გაიზარდოს.

„არ არის გამორიცხული ბევრი რამე შეიცვალოს, რა თქმა უნდა, ბრალდებულთა რიცხვი უნდა შეიცვალოს. პეტრე ყუფარაძის ამბავი მადარდებს ძალიან. ეს არის ძალიან უსამართლო გადაწყვეტილება. რეალურად ეს არის ადამიანი, ვინც ცოტნე გადაარჩინა და ახლა შეიძლება მან ბევრი წელი მოიხადოს იმ საქმისთვის, რაშიც დამნაშავე არ არის. საქმეში, სულ მცირე, ორი ცივი იარაღი ფიგურირებს, იყო ყავარჯენიც, იყო ბლაგვი საგანიც. ერთი ადამიანი ამდენ იარაღს ვერ დაიჭერდა, ვერც ორი, კიდევ ვიღაც ურტყამდა. ესენი არიან ბანალური ქურდბაცაცები, რომლებიც ევროპაში გადადიან ქურდობისთვის. ერთი გერმანიაში იხდიდა სასჯელს, ერთი საფრანგეთში, მესამე ორჯერ იყო პატიმრობაში საქართველოში. ერთერთი ცოლის გვარზეც კი გადავიდა ამის გამო. ის, რომ ცოტნეს ერთი ადამიანი მოერეოდა, ამას მე კატეგორიულად გამოვრიცხავ, ცოტნეს ორი ადამიანიც ვერ მოერეოდა. ყველამ იცის, რომ საქმეში სხვა პირებიც იყვნენ, უბრალოდ სამართლებრივი საფუძვლები უნდა იყოს იმისთვის, რომ იმ პირების დაკავება მოხდეს, რომლებიც ამ ჯგუფურ დანაშაულში მონაწილეობდნენ”, -განაცხადა ანა ჯაბაურმა.

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა, ხოლო ამავე საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული თორნიკე ქვათაძე სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.

დაკავებულ პირებს: პეტრე ყუფარაძეს, თორნიკე ქვათაძეს, გიორგი სოლოღაშვილს, კახა ჩხეტიანს და ტატო ღარიბაშვილს ბრალი ოფიციალურად ორი დღის წინ წაუყენეს. დაკავებული პირებიდან ერთ-ერთს, გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

ცნობისთვის, ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი.

სიახლეები

“საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში” – ნორვეგიის საგარეო მინისტრი

"საქართველოს ბოლო არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენს შეშფოთებას ადასტურებს ეუთო/ოდირი თავის საბოლოო დასკვნაში. როდესაც არჩევნები ხარვეზიანია, დემოკრატიას...

ვაპროტესტებთ არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების შედეგად EQAR-ის რეგისტრაციის შეჩერებას – Erasmus-ის პროგრამების მონაწილეების მარში 22 დეკემბერს გაიმართება

Erasmus-ის პროგრამების მონაწილეები, 22 დეკემბერს, 18:00 საათზე, საპროტესტო მარშს აანონსებენ და არალეგიტიმური მთავრობის ქმედებების...

ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს – მედია

Financial Times წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, ინაუგურაციის შემდეგ უკრაინის...

“ეუთო/ოდირის დასკვნის შემდეგ, ჩვენი და ჩვენი საერთაშორისო მეგობრების პოზიციები ბევრად უფრო გამყარდა და გარედან მხარდაჭერა იქნება გაცილებით მკაცრი და ეფექტური” -ზურაბ გირჩი ჯაფარიძე

4 პროდასავლური პოლიტიკური პარტიის გაერთიანებულ საინფორმაციო ცენტრში მორიგი ბრიფინგი ჩატარდა. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ეუთო/ოდირის...