მთავარისიახლეებიმსოფლიოსაფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატი კონსერვატიული პარტიიდან ფრანსუა ფიიონი გახდა

საფრანგეთში პრეზიდენტობის კანდიდატი კონსერვატიული პარტიიდან ფრანსუა ფიიონი გახდა

Published on

საფრანგეთში კონსერვატიული პარტიის საპრეზიდენტო პრაიმერში გამარჯვება ფრანსუა ფიიონმა მოიპოვა. მან თავის კონკურენტებს, ნიკოლა სარკოზის პირველ ტურში, ალენ ჟიუპეს კი მეორე ტურში აჯობა, ამჯერად მან ხმების თიტქმის 70 % მიიღო, რის შემდეგაც პრეზიდენტობის ოფიციალური კანდიდატი გახდა.
 დამარცხებულმა კანდიდატმა  უკვე მიულოცა გამარჯვება თავის კონკურენტს. ფიიონი კი იმედოვნებს, რომ ალენ ჟიუპეს მხარდაჭერა საპრეზიდენტო კამპანიაშიც ექნება.
ფრანსუა ფიიონი ქვეყნის ყოფილი პრემიერია, იგი გამოირჩევა იმით, რომ რუსეთთან მჭიდრო კავშირის მომხრეა და აცხადებს მზადყოფნას გაპრეზიდენტების შემთხვევაში გადახედოს მოსკოვისათვის დაწესებულ სანქციებს სირიის მოვლენებთან დაკავშირებით. 
არჩევნები საფრანგეთში 2017 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი. ექსპერტები კონსერვატორების კანდიდატის მთავარ კონკურენტად ნაციონალისტების ლიდერს მარი ლეპენს მიიჩნევენ.

 

 

 

სიახლეები

ზელენსკი-ლავრაზე ეს დარტყმა არის თავდასხმა ქრისტიანულ საზოგადოებაზე

მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო არ დარჩეს მდუმარე რუსული ბარბაროსობის ამ უახლესი ქმედების წინაშე. ლავრაზე ეს...

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც...

შსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების...