მთავარისიახლეებიპოლიტიკაჩვენ ფეისბუქის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ გვაქვს...

ჩვენ ფეისბუქის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ გვაქვს -ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის დირექტორი

Published on

ატლანტიკური საბჭოს ციფრული კვლევის ლაბორატორიის [DFRLab] დირექტორმა, გრამ ბრუკიმ “ამერიკის ხმასთან” Facebook-ის მიერ თავისი პლატფორმიდან 418 ქართული პროსახელისუფლო, ანტიოპოზიციური და ანტიდასავლური ანგარიშის გაუქმებაზე ისაუბრა. 

Facebook-ის პარალელურად ამ ანგარიშებს DFRLab-იც ამოწმებდა. ფეისბუქს აქვს საშუალება ნახოს თუ როგორ იქცევა საეჭვო მომხმარებელი სხვადასხვა ჯგუფებში, ვის ეკუთვნის ესა თუ ის გვერდი, როდის და სად შეიქმნა ის, ვინ არის ჯგუფის ადმინისტრატორი და ასე შემდეგ. ჩვენ ფეისბუქის მიერ გაკეთებული შეფასების ეჭვის ქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არ გვაქვს გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად ღრმაა მათი წვდომა საკუთარი პლატფორმის დეტალებზე და კოორდინირებული ოპერაციების გამოვლენაზე

“ეს ჯგუფები და გვერდები აქვეყნებდნენ კონტენტს, რომელიც პირდაპირ კავშირში იყო საქართველოს მთავრობის საქმიანობასთან და ისინი მხოლოდ ერთ პოზიციას გამოხატავდნენ. ჩვენს შესაძლებლობებზე დაყრდნობით, რაც მხოლოდ ღია წყაროებით შემოიფარგლება, დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს იყო კოორდინირებული ოპერაცია”, – თქვა გრამ ბრუკიმ.

Facebook 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ გაუქმებული გვერდები საკუთარ თავს სხვადასხვა გზებით ნიღბავდნენ, გამოძიების მიხედვით ისინი საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირში არიან.

“ეს ქსელი დაკავშირებული იყო მთავრობასთან და მისი პირდაპირი მხარდაჭერა ჰქონდა. დემოკრატიულ საზოგადოებაში ეს უჩვეულოა და შეშფოთების საბაბს ქმნის. რა თქმა უნდა, დეზინფორმაცია და ნარატივების იარაღად გამოყენება ყველგან ხდება. მაგრამ ეს პოლიტიკური თუ იდეოლოგიური ჯგუფების ან უცხო ქვეყნის მთავრობების და არა თვითონ სამიზნე საზოგადოების მთავრობების მიერ ხდება”, – თქვა გრამ ბრუკიმ.

Facebook 20 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში წერს, რომ გამოძიების მიხედვით გვერდები საქართველოს ხელისუფლებასთან კავშირში არიან. სოციალური ქსელის პარალელურად ამ ანგარიშებს DFRLab-იც ამოწმებდა.

სიახლეები

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა

პროკურატურამ ელენე ხოშტარიას მიმართ 5000 ლარიან საპატიმრო გირაო მოითხოვა - ამის შესახებ სასამართლო სხდომაზე...

ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დაკავებულია ზურაბ ზვიადაური

თბილისში დააკავეს ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური. ინფორმაციას ამის შესახებ შსს-ს...

საგამოძიებომ 75 137 ბოთლი კუსტარულად დამზადებული სასმელი ამოიღო – დააკავეს 7 პირი

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, შიდა ქართლში ამოღებულია უპრეცედენტო რაოდენობის, 75 137 ბოთლი ალკოჰოლური...