მთავარისიახლეებისაზოგადოებასამოქალაქო მოძრაობა "ხმა" ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ მსვლელობას აწყობს

სამოქალაქო მოძრაობა “ხმა” ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ მსვლელობას აწყობს

Published on

სამოქალაქო მოძრაობა “ხმა” ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერ მსვლელობას აწყობს.  ქ.ჯვარის კულტურის სახლიდან ორგანიზებულად ეწყობა  მსვლელობა სოფელ ფახულანის ე.წ საოკუპაციო ხაზამდე. სოფელ ლიის ცენტრიდან ე.წ საოკუპაციო ხაზამდე კი  მსვლელობა იმართბა ველოსიპედებით. აქციის მონაწილეებს ხელში უჭირავთ პლაკატები წარწერებით: “რუსეთი ოკუპანტია””დიდება გმირებს” “აფხაზეთი საქართველოა”

აღნიშნული ღონისძიების ფარგლებში ორგანიზაცია მხარდაჭერას უცხადებს   ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს . სამოქალაქო მოძრაობამ ღონისძიების გამართვის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღის წინ გაავრცელა და  ახალგაზრდებს აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებსი მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა. ვაჟა გაფრინდაშვილს დე-ფაქტო სასამართლომ გუშინ თავისუფლების აღკვეთა 1 წლითა და 9 თვით მიუსაჯა.

სიახლეები

კალასი: ვხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა არასწორი მიმართულებით დგამს ნაბიჯებს

შესანიშნავია ერევანში ყოფნა. ჩვენ გვაქვს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა. ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია,...

ამოღებულია 1 კილოგრამამდე „კოკაინი” – დაკავებულია 1 პირი

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე,...

უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა

4 მაისის ღამის საათებში უკრაინამ მოსკოვზე დრონებით იერიში მიიტანა, რის შედეგადაც რუსეთის დედაქალაქში რამდენიმე...

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...