მთავარისიახლეებიპოლიტიკარომან გოცირიძე:„ვერდიქტი დასვა ლარმა, ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა, ეს არის მათთვის...

რომან გოცირიძე:„ვერდიქტი დასვა ლარმა, ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა, ეს არის მათთვის განაჩენი“

Published on

     ლარი ყოველდღიურ გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ვალუტა რეკორდულ მინიმუმზეა – 1 დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.50 ლარია. გაცვლითი კურსი გაცილებით მაღალია კომერციულ ბანკებსა და გადამცვლელ პუნქტებში.ამ თემაზე განმარტებები დღეს პარლამენტში გაკეთდა.საპარლამენტო უმცირესობა მეტ კრიზისს პროგნოზირებს. ნაციონალური მოძრაობის წევრი, რომან გოცირიძე, აცხადებს, რომ მთავრობამ არ გაითვალისწინა მათი რჩევა.„ვერდიქტი დასვა ლარმა. ლარს არ მოსწონს ეს მთავრობა, ეს არის მათთვის განაჩენი,“ – განაცხადა რომან გოცირიძემ.კომენტარი გააკეთა ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთმა წევრმა, ოთარ კახიძემ, რომელმაც აღნიშნა, რომ ლარის გაუფასურება გაგრძელდება მანამდე, სამამ ქვეყანაში არ მოიზიდავენ უცხოურ ინვესტიციებს, და არ გაიზრდება ექსპორტი.უმრავლესობა კი ლარის გაუფასურებას ისევ გარეფაქტორებს უკავშირებს.“ქვეყანა უნდა გახდეს მწარმოებელი. მაშინ, როცა ქვეყანა მწარმოებელი ხდება და ის პროდუქტებს წარმოებს, ასეთ შემთხვევაში მას არ აშინებს ლარის დევალვაცია,“ – განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.კომენტარი გააკეთა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ.„ეს არის დღევანდელი ხელისუფლების გამოწვევა და, რა თქმა უნდა, თავი უნდა გაართვას ამ გამოწვევას,“ – განაცხადა ოთარ დანელიამ.
 
 
 

სიახლეები

ავსტრიამ ოთხი რუსი დიპლომატი გააძევა

Reuters-ის ინფორმაციით, ავსტრიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ქვეყნიდან ოთხი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ძირითადი დეტალები: მიზეზი:...

The Economist: ტრამპის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმა საშიშია უკრაინისთვის, ევროპისა და აშშ-ისთვის

გავლენიანი გამოცემა The Economist-ი ავრცელებს სტატიას, სადაც დონალდ ტრამპის მიერ მხარდაჭერილ 28-პუნქტიან სამშვიდობო გეგმას...

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა

ეკონომიკის მინისტრის ყოფილ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - განცხადებას პროკურატურა ავრცელებს და...

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება

5 ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა ორშაბათს, 14:00 საათზე განახლდება. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის,...