მთავარისიახლეებიპოლიტიკაირმა ინაშვილი:"პატრიოტთა ალიანსის მხრიდან მინისტრთა კაბინეტს და მთავრობას მხარდაჭერა არ ექნება"

ირმა ინაშვილი:”პატრიოტთა ალიანსის მხრიდან მინისტრთა კაბინეტს და მთავრობას მხარდაჭერა არ ექნება”

Published on

   ცნობილია, რომ ნაციონალური მოძრაობის მსგავსად, მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას მხარს არც პატრიოტთა ალიანსი დაუჭერს.როგორც პარტიის წევრები ამბობენ, რომ კონკრეტული მინისტრების გამო, რომლებიც წარმოდგენილები არიან მინისტრთა კაბინეტში, პატრიოტთა ალიანსის მხრიდან მინისტრთა კაბინეტს და მთავრობას მხარდაჭერა არ ექნება.„ერთი არის მატყუარა და ვერ აღიარებს თუ არ აღიარებს, რომ სწირავდა გარკვეულ თანხებს დასახმარებლად. მეორე არის საყდრისის, ანუ ისტორიული ძეგლის ამფეთქებელი. მესამე არის არჩევნების გამყალბებელი. აი, ასეთი ტიპის მთავრობას მიიღებს საქართველო და ქართველი ხალხი,“ – განაცხადა ირმა ინაშვილმა.მთავრობის ახალ შემადგენლობასთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა  საქართველოს პატრიოტების წევრმა, ადა მარშანიამ.„ამ შემოთავაზებული შემადგენლობით მთავრობა ვერ გაუმკლავდება იმ უმძიმეს და ურთულეს გამოწვევებს, რომელებიც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას. განსაკუთრებით ხაზი მინდა, გავუსვა ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხს და აქ კატასტროფული მდგომარეობაა,“ – განაცხადა ადა მარშანიამ. 
 
 
 
 

სიახლეები

საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის მძიმე ტვირთად იქცა

რუსი გენერლის ანონიმური ინტერვიუ: საჰაერო თავდაცვა, დრონები, ყირიმი და ომი, რომელიც კრემლისთვის სულ უფრო...

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...