მთავარისიახლეებიმსოფლიოფიდელ კასტრო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

ფიდელ კასტრო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა

Published on

      კუბის რევოლუციის ლიდერი, ფიდელ კასტრო, 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფიდელ კასტროს სიკვდილის შესახებ განცხადება მისმა ძმამ რაულ კასტრომ გააკეთა. ამასთან, მან ისიც თქვა, რომ მისი ძმის სურვილს შეასრულებენ და გარდაცვლილს კრემაციას გაუკეთებენ. "ამხანაგი ფიდელის მიერ გამოხატული სურვილის შესაბამისად, მისი ნეშტი კრემირებული იქნება," – განაცხადა სატელევიზიო მიმართვისას კუბის ლიდერმა, რაულ კასტრომ.დაკრძალვის თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
      ფიდელ კასტრო 1926 წელს დაიბადა, კუბის სათავეში კი 1959 წელს რევოლუციის გზით მოვიდა. ის ქვეყანას 2008 წლამდე მართავდა, შემდეგ კი ჯანმრთელობის გაუარესების გამო უფლებამოსილება თავის ძმას, ქვეყნის ამჟამინდელ ლიდერ რაულ კასტროს, გადააბარა. ფიდელ კასტრო ბოლოს საზოგადოების წინაშე აპრილში კომუნისტური პარტიის ყრილობაზე გამოჩნდა. 
 

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...