მთავარისიახლეებისამართალი"ამ ცხოვრების დედაც, თქვენი სამართლის დედაც", - ფურცელზე დაწერილი ეს სიტყვები ბესიკ...

“ამ ცხოვრების დედაც, თქვენი სამართლის დედაც”, – ფურცელზე დაწერილი ეს სიტყვები ბესიკ თამლიანმა სასამათლოს სხდომათა დარბაზში გადმოფინა

Published on

“ამ ცხოვრების დედაც, თქვენი სამართლის დედაც”, – ფურცელზე დაწერილი ეს სიტყვები 20 ივნისის საქმეზე დაკავებულმა ბესიკ თამლიანმა სხდომათა დარბაზში იმ ადგილას გადმოფინა, სადაც ბრალდებულები სხედან.

აღნიშნული წარწერა მანდატურისა და ესკორტის ოფიცრების სამსახურის თანამშრომლებმა მოახსნევინეს.

“სოლიდარობა გამოვუცხადე, თურმე, ესეც არ შეიძლება. რა მოხდა ყოფილიყო”, – განაცხადა თამლიანმა.

აღნიშნულთან დაკავშირებით კი, მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა განმარტა, რომ სოლიდარობის გამოცხადებას ის ვერავის აუკრძალავდა, თუმცა, ბრალდებულს დარბაზში წესრიგი უნდა დაეცვა.

“წესრიგი დავიცვათ, კორექტულობა გამოხატეთ. სხდომის დარბაზს რამდენად შეესაბამება ესაა მთავარი”, – განაცხადა იაშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 20 ივნისის საქმეზე დაკავებული პირების – ბესიკ თამლიანის, ზურაბ ბუდაღაშვილის, ცოტნე სოსელიასა და კახაბერ კუპრეიშვილის სასამართლო პროცესზე 16:00 საათამდე შესვენება გამოცხადდა. აღნიშნულის მიზეზი, ერთ-ერთი ადვოკატის გამოუცხადებლობა გახდა.

სიახლეები

სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება

“სასკოლო ფორმების გაყიდვები 1-ელი სექტემბრიდან საცალოდ და ონლაინ ფორმატში დაიწყება." - განაცხადა გივი მიქანაძემ. სასკოლო...

თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყრილობაზე მივიდა

თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა - მან ღონისძიებაზე შესვლამდე მედიასთან პოლიტსაბჭოს სხდომაზე...

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...

ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

"ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს" - ეს განცხადება ვახო სანაიამ...