მთავარისიახლეებისამართალიგორის რაიონულმა სასამართლომ დავით ქაცარავა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

გორის რაიონულმა სასამართლომ დავით ქაცარავა წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა

Published on

გორის რაიონულმა სასამართლომ ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშიას” დამფუძნებელი და ლიდერი წარდგენილ ბრალდებაში გაამართლა. – ორმაციას ამის შესახებ ,,ნიუ პოსტი” ავრცელებს

,,მართალ კაცს, აბა რაში სჭირდებოდა გამართლება, მაგრამ გორის სასამართლომ დავით ქაცარავა გაამართლა, მოსამართლე ბერძულმა კი დადგენილების გამოცხადების შემდეგ დამსწრეებს ეროვნული გვარდიის დაარსების დღე მიულოცა.
საინტერესოა, რომ პროცესს ერთერთი თავდამსხმელიც ესწრებოდა, რომელმაც გქნაცხადა, რომ დავით ქაცარავაზე აზრი უკეთესობისკენ შეეცვალა, შარშან კი ემოციის ნიადაგზე მოქმედებდა.
მან სიამოვნებით მიიღო დათოს წინადადება შერიგებაზე და ორივენი, პრაქტიკულად, მოსამართლის თვალწინ შერიგდნენ. აი, ასე! ”- წერს დავით ქაცარავას თანამებრძოლი , ჟურნალისტი ლაშა ბერულავა

გუშინ ოპოზიციურმა სპექტრმა დავით ქაცარავას მიმართ ბრალის წარდგენაზე განცხადება გაავრცელა და მის მიმართ, ბრალის წარდგენაზე გამოტანილი დადგენილების გაუქმებას მოითხოვა.

“ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერის, დავით ქაცარავას ძალადობაში დადანაშაულება საქართველოს ხელისუფლების მიერ ხისტად შესრულებული მორიგი სამართლებრივი დევნაა. ანტისაოკუპაციო მოძრაობა დავით ქაცარავას ხელმძღვანელობით, სრულიად უანგაროდ ახორციელებს ქვეყნისთვის უაღრესად პატრიოტულ საქმეს. ქართველი პატრიოტების მიმართ სამართლებრივი დევნა ბევრი ვნახეთ და მომავალშიც ვიხილავთ თუ გაერთიანებული ძალებით არ დაუპირისპირდებით ამ მახინჯ სისტემას და მის შემოქმედს. ჩვენ, მტკიცედ მხარს ვუჭერთ დავით ქაცარავას მოღვაწეობას ქვეყნის სასარგებლოდ და მოვითხოვთ ბრალის წარდგენაზე გამოტანილი დადგენილების გაუქმებას” – აღნიშნულია ოპოზიციის განცადებაში.


ცნობისთვის, დავით ქაცარავას 2019 წლის 20 აგვისტოს, შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლთან, სოფელ ბობნევში ოთხი უცნობი პირი თავს მაშინ დაესხა, როცა ანტიოკუპაციური მოძრაობის ლიდერი დათა ვანიშვილისთვის პაპასთვის მედიკამენტების გადასაცემად მივიდა. დათო ქაცარავას პოლიცია აცილებდა, თუმცა, თავდამსხმელები სამართალდამცავებს არ მორიდებიან. დავით ქაცარავასა და ოთხ თავდამსხმელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც თავდამსხმელებმა გაქცევით უშველეს თავს. დავით ქაცარავას ფიზიკური დაპირისპირების შედეგად მცირე დაზიანებები აღენიშნებოდა.


2 დღის წინ, დავით ქაცარავას პროკურატურაში მასზე განხორციელებული თავდასხმის საქმეზე, თავდამსხმელთა ამოსაცნობად დაიბარეს, თუმცა, ამ პროცედურის დასრულების შემდეგ თავდამსხმელებზე ძალადობის ბრალდება სს საპროცესო კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით წაუყენეს.


სიახლეები

მოსახლეობის უმრავლესობა მიიჩნევს, რომ პოლიტიკურ კრიზისზე პასუხისმგებელი ოცნებაა – ISSA

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ახალი კვლევის მიხედვით, საქართველოში პოლიტიკური კრიზისის არსებობას არსებობას...

ძალიან მძიმე ტრავმები აქვს, შოკისმომგვრელი ამბავი იყო ყველასთვის – სარჯველაძე რიჟვაძეზე

პირველ საუნივერსიტეტო კლინიაკში, სადაც აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძეა გადაყავანილი ივანიშვილის ჯანდაცვის მინისტრი,...

„ლელოს” ეს გადაწყვეტილება არის იმ ბრძოლის ღალატი, რა ბრძოლაშიც საქართველოს მოქალაქეები არიან რეჟიმის წინააღმდეგ-წითლიძე

„ლელოს“ ეს გადაწყვეტილება არის ღალატი პოლიტიკური პატიმრების, საქართველოს თითოეული მოქალაქის და ღალატი ყველა იმ...

რუსეთმა ოდესას დრონებით დაარტყა – არის მსხვერპლი

რუსეთის არმიამ 7 ივლისის ღამეს დრონებით დაარტყა ოდესას, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა. ოდესის საოლქო...