მთავარისიახლეებიპოლიტიკაეკა ბესელია: საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ განათლების სამინისტროს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია,...

ეკა ბესელია: საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ განათლების სამინისტროს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია, რა მოხდა ლუკას შემთხვევაში

Published on

ჩვენ დღეს კონკურსებზე ვერ ვილაპარაკებთ, უნდა ვილაპარაკოთ პირველ რიგში უსაფრთხოების იმ აუცილებელ სტანდარტზე, იმ აუცილებელ წინაპირობებზე, რომ ბავშვები არ ხდებოდნენ ამ ტრაგედიის მსხვერპლნი. ამაზე გვინდა პასუხი, – ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ჩხენკელს, რომელსაც დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

ბესელია მინისტრისგან დაინტერესდა, რა გაარკვია სამინისტრომ ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით და რატომ არ გაითვალისწინა სამინისტრომ ის რეკომენდაციები, რომელიც ამ ტრაგიკულ შემთხვევამდე დიდი ხნით ადრე ხორავას ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტის შედეგად გარდაცვლილთა საქმეზე პარლამენტმა გასცა.

„საკმარისი დრო გავიდა იმისთვის, რომ სამინისტროს ჰქონდეს მეტი ინფორმაცია რა მოხდა ლუკას შემთხვევაში, რატომ მოხდა ბავშვის გადაცემა სკოლიდან პოლიციისთვის, საგამოძიებო ორგანოსთვის. რატომ მოხდა 15 წლის ბავშვის გადაყვანა, როცა სისხლის სამართლის დანაშაული არ არსებობდა რა იყო ის, რამაც დაარღვია ყველა სტანდარტი, წესი, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი და ბავშვი სკოლამ გადასცა საგამოძიებო ორგანოებს; გამომძიებელთან იმყოფებოდა ამდენი ხნის განმავლობაში. რა გაარკვიეთ? რა დაადგინეთ? რატომ მოხდა ეს რაც მოხდა? რატომ იყო დაშვებული ეს უმძიმესი შემთხვევა, რაც მერე ჯაჭვივით გადაება?

თქვენ გახსოვთ, როდესაც პარლამენტმა გასცა რეკომენდაციები თქვენი სამინისტროს სახელზე, ეს ეხებოდა დათუნა სარალიძის და სხვების საქმეზე დარღვევებს, რომელიც სისტემური რეფორმების განხორციელებას გულისხმობდა, უსაფრთხო სკოლის თაობაზე რეფორმას გულისხმობდა. რა გაკეთდა უსაფრთხო სკოლისთვის? ჩვენ დღეს კონკურსებზე ვერ ვილაპარაკებთ, უნდა ვილაპარაკოთ პირველ რიგში უსაფრთხოების იმ აუცილებელ სტანდარტზე, იმ აუცილებელ წინაპირობებზე, რომ ბავშვები არ ხდებოდნენ ამ ტრაგედიის მსხვერპლნი. ამაზე გვინდა პასუხი“, – განაცხადა ბესელიამ.

სიახლეები

ბათუმის აეროპორტში ამოღებულია 4 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება

განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვასა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში...

შსს- დავაკავეთ კაცი, რომელმაც 2019 წელს მოქალაქე დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ინტერპოლით ძებნილი პირი დააკავეს. ოფიციალური ინდორმაციით, 32 წლის...

“მე თვალები თითებად ვაქციე…” – უკრაინელმა ქალმა წიგნი მზერის დახმარებით დაწერა

მარინა ბოროდინა ბავშვობიდან ოცნებობდა მსახიობობაზე. და მას ეს გამოუვიდა. ისწავლა ამერიკულ კინოაკადემიაში, აიწყო კარიერა...

ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეეფარდა

სასამართლომ ელენე ხოშტარიას 5000 ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა - გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ მოსამართლე...