მთავარისიახლეებისამართალინუგზარ წიკლაურის განმარტება: ლუკა სირაძე სწავლობდა მწვანე სკოლის...

ნუგზარ წიკლაურის განმარტება: ლუკა სირაძე სწავლობდა მწვანე სკოლის საჯარო სექტორში და არანაირი შეხება კერძო სექტორთან არ ჰქონია

Published on

არ მინდოდა პასუხის გაცემა უზნეო ტყუილების ორგანიზებულ კამპანიაზე, თითქოს ”მწვანე სკოლა” არის ჩემი საკუთრება, მაგრამ ქართული ოცნების დაფინანსებული სიცრუის ნიაღვარი მისწვდა უამრავ ადამიანს და შესაძლოა შეუქმნა მათ მცდარი წარმოდგენა. ამიტომ, მთელი საზოგადოების გასაგონად საჯაროდ ვამბობ, რომ:

1. არ ვფლობ და არც არასოდეს ვფლობდი არცერთ სკოლას. ასე რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ დავმალავდი, რადგან სკოლა არც ანგოლასთან იარაღით უკანონო ვაჭრობაა და არც ბიტკოინების საწარმო.

2. ჩემი მეუღლე ელისო ნიჟარაძე უკვე 20 წელია მუშაობს ამ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და ბოლო წლებში დირექტორის მოადგილედ კერძო სექტორის სასწავლო ნაწილში.

3. რეჟიმის ძალადობის მსხვერპლი – ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭი ლუკა სირაძე სწავლობდა ამ სკოლის საჯარო სექტორში და მას არანაირი შეხება კერძო სექტორთან არ ჰქონია.

როგორც არ უნდა ეცადოს მკვლელი რეჟიმი თავის გადარჩენას, მასთან ბრძოლა არ შეწყდება და ყოველი ახალი ძალადობა მის აღსასრულს მოაახლოვებს: აქვე ვეუბნები მათ, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები მთელი ჩემი ძალით და გულით საბოლოო გამარჯვებამდე.- წერს ნუგზარ წიკლაური სიცრუის ნიაღვარზე, რომელიც მას და მისი ოჯახის წევრს მიზანმიმართულად დაატეხეს თავს. ერთერთი ვერსიით, ლუკა სირაძის პროტესტი განაპირობა იმანაც , რომ მას მწვანე სკოლა თანხის გადაუხდელობის გამო დაატოვებინეს, თუმცა სკოლის საჯარო სკოლაში, ისევე როგორც ყველა სხვა საჯარო სკოლაში სწავლა უფასოა

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების თავდასხმის საფრთხე გამოცხადდა - ინფორმაციას აფხაზეთის ე.წ თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. "რესპუბლიკის...

ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა

"ვერანაირი პატიმრობა და ვერანაირი ჯარიმა ჩვენზე გავლენას ვერ მოახდენს" - ეს განცხადება ვახო სანაიამ...

ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციოში გაასაჩივრეს

ადვოკატებმა ალექსანდრე ელისაშვილის 13-წლიანი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. იურისტების თქმით, საქმის ტერორიზმის მცდელობად კვალიფიკაცია...

რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 17ადამიანი დაიღუპა

„ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსეთის მასირებული თავდასხმის შედეგად კიევსა და კიევის ოლქში 44 ადამიანი...