მთავარისიახლეებიპოლიტიკადარჩელში მცხოვრებმა ოდენა ბარამიამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

დარჩელში მცხოვრებმა ოდენა ბარამიამ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა

Published on

   ზუგდიდში პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა დარჩელში მცხოვრებმა ოდენა ბარამიამ.ოდენა ბარამია ამბობს, რომ თავად არის დაზარალებული და შესაბამისად მისთვის მოულოდნელი იყო ბრალის წაყენება. მან პროტესტის ნიშნად პირი წუხელ ამოიკერა.მისი განცხადებით, სენაკის სოფელ ნოსირის პოლიციის განყოფილებაში ბესიკ გოროზიანმა და ედიკ სიჭინავამ  სრულიად უმიზეზოდ ცემეს, რის გამოც მათ უჩივლა. საქმის გამომძიებელმა გია ბერიშვილმა კი თავის მხრივ ბარამიას სამართალდამცველების მიმართ ცრუ ბრალდებისთვის, ცრუ დასმენისთვის უჩივლა.
 
„ფაქტი მოხდა 4 აპრილს. ღამე გვიან ნოსირში გამიფუჭდა მანქანა. გააჩერა პოლიციის პიკაპმა. მიუბეს მანქანას ბუქსირი, რომელიც გაწყდა. ამის გამო პოლიციელებმა მე შემაგინეს. საპასუხოდ მეც შევაგინე და ამის გამო ჩამსვეს მანქანაში, წამიყვანეს განყოფილებაში და მცემეს. ძვლებიც მქონდა ჩატეხილი. ვიჩივლე. 8 თვეა საქმე ძიებაშია და ახლა აქეთ წამიყენეს ბრალი ცრუ დასმენისთვის. ეს არის უსამართლობა", – განაცხადა ბრალდებულმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან.
 

სიახლეები

საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო საზღვარზე 8 კილოგრამამდე ოქროს საიუველირო ნაკეთობების უკანონოდ გადმოტანის...

გიორგი დავითაძის დედის ინფორმაციით, მსჯავრდებულმა უცხო საგანი პროტესტის ნიშნად გადაყლაპა

მსჯავრდებულ გიორგი დავითაძის ოჯახი რუსთავის მეექვსე პენიტენციურ დაწესებულებასთან მივიდა. როგორც დავითაძის დედამ ირმა დავითაძემ "ფეისბუქ-ლაივში"...

აშშ-მა ბრიტანეთის სამხედრო ბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა

შეერთებულმა შტატებმა გაერთიანებული სამეფოს RAF Fairford-ის ავიაბაზიდან B-1 ტიპის ბომბდამშენები გაიყვანა მას შემდეგ, რაც...

გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის “კანონპროექტს” განიხილავენ

აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი გალის რაიონის ქართველი მოსახლეობისთვის ქართული გვარებისა და ეროვნების შეცვლის "კანონპროექტს" განიხილავს....