მთავარისიახლეებიპოლიტიკასაუკეთესო იქნება თუ მოხდება მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა დიალოგის ფორმატში- კარლ ჰარცელი

საუკეთესო იქნება თუ მოხდება მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა დიალოგის ფორმატში- კარლ ჰარცელი

Published on

საუკეთესო გზა წინსვლისთვის არის კომპრომისი და დიალოგი გამოყენებული უნდა იყოს ამ მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„დიალოგი არ არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის, მაგრამ ჩემი აზრით, საუკეთესო იქნება თუ მოხდება მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევა დიალოგის ფორმატში. ეს კარგი იქნება იმისთვის, რომ საქართველო სწორი ტრაექტორიით წავიდეს მომავალი წლის არჩევნების მიმართულებით. ამ მიზნით ჩვენ მხარს ვუჭერთ პროგრესს ამ ფორმატში“,-განაცხადა ჰარცელმა.

მისივე თქმით, ყველა მხარე თანხმდება, რომ დიალოგი გაგრძელდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

„მნიშვნელოვანია, რომ ყველა მხარე თანხმდება, რომ დიალოგის პროცესი გაგრძელდება. ოთხივე რაუნდზე მხარეებმა სხვადასხვა წინადადებები განიხილეს. ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი დისკუსიები. დღეს მივესალმები იმ ფაქტს, რომ მმართველმა პარტიამ წარადგინა წინადადება. შეთანხმება არის ის, რომ გაგრძელდება დიალოგი, რათა ვიხილოთ თუ საით შეგვიძლია დისკუსიები წარვმართოთ მომავალში“,-განუცხადა ელჩმა ჟურნალისტებს.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...