მთავარისიახლეებისაზოგადოებათბილისში, 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ე.წ ღორის გრიპი აღმოაჩნდა

თბილისში, 161-ე საჯარო სკოლის მოსწავლეს ე.წ ღორის გრიპი აღმოაჩნდა

Published on

თბილისში, 161-ე საჯარო სკოლაში H1N1 ვირუსი დაფიქსირდა. ე.წ ღორის გრიპი მეექვსე კლასელს აღმოაჩნდა.

მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისთვის ნორმალურია.

როგორც სკოლის დირექტორმა მიხეილ მინდაძემ განაცხადა, მომხდარის გამო სწავლის პროცესი არ შეჩერებულა.

“შემთხვევა ნამდვილად დაფიქსირდა ერთი კვირის წინ, მოზარდის მდგომარეობა ნორმალურია. მივმართეთ შესაბამისს სამსახურს, რომელმაც სადენზიფექციო სამუშაოები ჩაატარა. მომხდარის გამო, სწავლის პროცესი არ შეჩერებულა, რადგან ყველა შესაბამისი ზომა მიღებული გვაქვს” – განაცხადა მიხეილ მინდაძემ.


როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, A ტიპის გრიპის ვირუსის H1N1-ის შტამით ინფიცირების შემთხვევა ბათუმშიც გამოვლინდა და პაციენტი მოზარდია.

ზახაშვილის ინფორმაციით, ორივე შემთხვევა გასულ კვირაში დაფიქსირდა. ორივე პაციენტი ჰოსპიტალიზებულ იქნა და ისინი უკვე გამოჯანმრთელდნენ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე ზამთრის სეზონზე ეს ღორის გრიპის პირველი შემთხვევებია საქართველოში ა. უწყების ცნობით, A ტიპის ვირუსის გარდა უკვე ცირკულირებს B ტიპის ვირუსები, რომლებიც შედარებით მსუბუქი სიმტპომატიკით ხასიათდება.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...