მთავარისიახლეებიპოლიტიკაWall Street Journal: ,,აშშ-ს შეუძლია მმართველ პარტიას უბიძგოს, მოიქცეს ისე, როგორც...

Wall Street Journal: ,,აშშ-ს შეუძლია მმართველ პარტიას უბიძგოს, მოიქცეს ისე, როგორც მის მიერ გაცემულ დემოკრატიულ სიტყვას შეესატყვისება და მისცეს ახალი სიცოცხლე ქართულ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომლებსაც მოსკოვს ვაშინგტონი და ბრიუსელი ურჩევნიათ.”

Published on

ამერიკული გამოცემა Wall Street Journal საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ სარედაქციო წერილს  აქვეყნებს ( სტატიის თარგმანს ტაბულა გე ავრცელებს) .

სტატიაში, სახელად “საქართველო უფსკრულის პირას” ნათქვამია, რომ იმისდა მიუხედავად, თუ რას ამბობს საჯაროდ, “ქართული ოცნება” ქვეყანას რუსეთის გავლენის ქვეშ აბრუნებს:

“აცნობიერებს რა ქვეყნის მოსახლეობის პროდასავლურ განწყობას, მმართველი პარტია სწორ რაღაცებს ამბობს ვაშინგტონთან კავშირებსა და საქართველოს მისწრაფებებზე, შეუერთდეს ევროკავშირსა და ნატოს. თუმცა ამავე დროს უწყვეტად აბრუნებს საქართველოს მოსკოვის გავლენის ქვეშ, რომელიც 2008 წელს შეიჭრა ქვეყანაში და გაყინულ კონფლიქტში სამხედრო და სადაზვერვო წარმომადგენლობას ინარჩუნებს.”

Wall Street Journal-ის რედაქცია ტრამპის ადმინისტრაციასა და სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, გააკეთონ განცხადება ქართული ოპოზიციისა და კონგრესმენ კიზინგერის მხარდასაჭერად.

გარდა ამისა, რედაქცია აშშ-ს ხელისუფლებას მოუწოდებს, ივანიშვილს სანქციების საფრთხე აგრძნობინოს და სიტყვის შესრულებისკენ ამგვარად უბიძგოს:

“აშშ-ს მეტის გაკეთება შეუძლია. ივანიშვილმა თითქმის $5 მილიარდიანი ქონება რუსეთში დააგროვა ქაოტურ 1990-იანებში, ფასიან ქაღალდებს და უძრავ ქონებას კი დასავლეთში ინახავს. მისი სიმდიდრის წინააღმდეგ მიმართული მიზნობრივი სანქციები, ისევე, როგორც გადაადგილების შეზღუდვა მისთვის და მისი ახლო გარემოცვისთვის საჯარო განცხადებებზე უფრო ეფექტურად მოაკრებინებდა მათ გონებას

აშშ-ს არ შეუძლია, საქართველოში მოვლენები წარმართოს. მაგრამ შეუძლია, მმართველ პარტიას უბიძგოს, მოიქცეს ისე, როგორც მის მიერ გაცემულ დემოკრატიულ სიტყვას შეესატყვისება და მისცეს ახალი სიცოცხლე ქართულ პოლიტიკურ მოძრაობებს, რომლებსაც მოსკოვს ვაშინგტონი და ბრიუსელი ურჩევნიათ.”

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...