მთავარისიახლეებიპოლიტიკაპრეზიდენტი, პრემიერი თუ ორივე ერთად - ვინ გაემგზავრება გაეროს 70-ე სესიაზე

პრეზიდენტი, პრემიერი თუ ორივე ერთად – ვინ გაემგზავრება გაეროს 70-ე სესიაზე

Published on

პრეზიდენტი, პრემიერი თუ ორივე ერთად – ვინ გაემგზავრება გაეროს 70-ე სესიაზე საქართველოდან? ბოლო მონაცემებით გაეროს-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოდან სავარაუდოდ ორი დელეგაცია დაესწრება. ერთი პრემიერ-მინისტრ ირაკლი თარიბაშვილის მეთაურობით, ხოლო მეორე დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი უხელმძღვანელებს. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ქვეყნიდან გაეროშო ორი დელეგაციის გამგზავრება სახელმწიფო იმიჯს დააზარალებს. "ეს არის სამარცხვინო და უკანონო  საქციელი საქართველოს მთავრობიდან“ – ასე გამოეხმაურა აღნიშნულ ფაქტს საზოგადოებრივი მოძრაობა ივერიის დამფუძნებელი ნიკა რურუა. პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა ყოფილი მდივანი ვანო მაჭავარიანი ამბობს, რომ „ქვეყანაში პოლიტიკოსებმა ინსტიტუციებს პატივი უნდა სცენ და ნიუ-იურკში დაგეგმილ ასამბლეაზე საქართველო გიორგი მარგველაშვილმა უნდა წარმოადგინოს“. ექსპერტების განმარტებით, საქართველოს კონსტიტუცია მკაფიოდ განმარტავს თუ ვინ უნდა წავიდეს  მსგავსი ტიპის ღონისძიებაზე. ხათუნა ლაგაზიძის განმარტებით, „უპასუხისმგებლობაა, როდესაც ქვეყანაში არის ფინანსური და სოციალური კრიზისი, სახელმწიფოს ხარჯზე ქვეყნიდან წავიდეს 2 დელეგაცია, ასეთ შემთხვევაში ნაკლებად ფიქრობენ საზოგადოების ინტერესებზე. საქმე გვაქვს ბიუჯეტის ფულით უცხოეთში ვიზიტის მოწყობის დაუოკებელ სურვილზე“.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ორივე ვიზიტის მოსამზადებელი სამუშაოები უკვე დაწყებულია. სამინისტროს ინფორმაციით, უწყება მუშაობს, რომ ორი დელეგაციის ვიზიტით პროტოკოლის დარღვევა არ მოხდეს. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გიორგი მარგველაშვილი გაეროში პირადად ლიტვის პრეზიდენტის მიწვევით მიემგზავრება ქალთა უფლებების შესახებ დაგეგმილ სამიტზე.
 
ავტორი: ლევან კალანდია
 

სიახლეები

პრივილეგიაა – ვნახავთ, რა იქნება პასუხი და მივიღებთ საჭირო გადაწყვეტილებას-ფიშერი უვიზოზე

საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ევროკავშირს 2024 წლის დასაწყისიდან დაშორდა. ქვეყანა შორდება ევროკავშირს დიდი სისწრაფით,...

დამატებითი ბრძოლის ველია, უთანასწორო მდგომარეობის მიუხედავად – ხაზარაძე არჩევნებზე

ლელო-ძლიერი საქართველოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე მის და გიორგი გახარიას გუნდს შორის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე...

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

სინდისის პატიმარი, გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა.  თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომა ამ...

გორში 3 პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრეს – დაკავებულია 5 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 15 ივლისს, გორში, სოფელ ხელთუბანში სამართალდამცველებს თავს დაესხნენ, სამ პოლიციელს...