მთავარისიახლეებიპოლიტიკადავით ქაცარავა: ტკენიათ ტიტუშკებს რაღაც. 16.41 ч. Гори, Грузинская ССР.“

დავით ქაცარავა: ტკენიათ ტიტუშკებს რაღაც. 16.41 ч. Гори, Грузинская ССР.“

Published on

დავით ქაცარავა მის მიმართ ძალადობის მუხლით ბრალის წარდგენას ეხმაურება. როგორც ცნობილია, ქაცარავა დღეს პროკურატურაში დაბარებული იყო იმ პირების ამოსაცნობად, ვინც მასზე 20 აგვისტოს, როცა საოკუპაციო ზოლში მავთულხლართებს მიღმა მცხოვრებ მოხუცთან დათა ვანიშვილთან წამლები მიჰქონდა, ბრალინ პირიქით, ქაცარავას წარუდგინა.

,, ნიუ პოსტი” ამასთან დაკავშირებით დავით ქაცარავას მიერ გაკეთებულ განცხადებას აქვეყნებს:

„ჩემო მეგობრებო!

ალბათ გახსოვთ, მიმდინარე წლის 20 აგვისტოს, სოფელ ბობნევში ხელისუფლების მოგზავნილი ტიტუშკების თავდასხმა მოეწყო ჩემზე.

მას შემდეგ გავიდა 5 თვე.

გუშინ დამირეკეს გორის პოლიციიდან და დამიბარეს “საგამოძიებო მოქმედებაზე” იგივე ამოცნობაზე.

რა თქმა უნდა დღეს ჩავედი ამ პროცედურაზე.

საგამოძიებო მოქმედების დასრულების შემდეგ, როდესაც ვაპირებდი წამოსვლას, ჩემთვის მოულოდნელად მაცნობეს, რომ უნდა წარმიდგინონ ბრალი 126/1.

დათა პაპა,რომელთანაც დავით ქაცარავას წამლები მიჰქონდა

ტკენიათ ტიტუშკებს რაღაც.

მოკლედ, ბრალი წარმიდგინეს, მე ბუნებრივია ბრალს არ ვაღიარებ, ჩემზე 2019 წლის 20 აგვისტოს განხორციელდა თავდასხმა, მე კი თავს ვიცავდი. ველოდებით სპექტაკლის გაგრძელებას.

16.41ч. Гори, Грузинская ССР.“ – წერს დავით ქაცარავა.

სიახლეები

მივა თუ არა თინა ბოკუჩავა ენმ-ს ყრილობაზე, უცნობია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგით XIII ყრილობამდე რამდენიმე საათი რჩება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, დაესწრება...

1 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა – ავტობანზე ავარია მოხდა

ქუთაისის ავტობანზე ავარია მსხვერპლით დასრულდა -  "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს მიკროავტობუსი და ავტომობილების გადამზიდი...

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...