მთავარისიახლეებიმსოფლიოევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი თანამდებობას ტოვებს

ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი თანამდებობას ტოვებს

Published on

    ევროპარლამენტის თავმჯდომარე მარტინ შულცი აცხადებს, რომ თანამდებობას ტოვებს და სათავეში ჩაუდგება გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის საარჩევნო სიას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიში 2017 წლის არჩევნებზე.„მივიღე გადაწყვეტილება, კენჭი არ ვიყარო ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობაზე, შემდეგ წელს ბუნდესტაგის არჩევნებზე ჩემი პარტიის საარჩევნო სიას ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში სათავეში ჩავუდგები და მონაწილეობას მივიღებ არჩევნებში“, – განაცხადა შულცმა თავის განცხადებაში. 19 ნოემბერს Frankfurter Allgemeine Zeitung-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მარტინ შულცმა გერმანიის ფედერალური კანცლერის პოსტზე მისი კანდიდატურის წარდგენა “გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის” ლიდერს ზიგმარ გაბრიელს სთხოვა.თავის მხრივ, ზიგმარ გაბრიელმა მარტინ შულცს სთხოვა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ჩაენაცვლებინა.მარტინ შულცი ევროპარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობას 2012 წლის იანვრიდან იკავებს.
 
 
 

სიახლეები

რუსეთმა უკრაინაში კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა

რუსეთმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებით მორიგი იერიში მიიტანა და კიევ-პეჩერის ლავრის მიძინების ტაძარი დაბომბა, რომელიც...

შსს-მესტიაში დამატებით 76 ე.წ. მაინერი ამოვიღეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, დამატებით...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება

2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 22 ივლისს დასრულდება. ინფორმაციას გამოცდების...

აშშ-სა და ირანს შორის „სამშვიდობო შეთანხმება“ მიღწეულია

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან შეთანხმება დასრულებულია. ტრამპმა Truth Social-ზე გამოაქვეყნა პოსტი,...