მთავარისიახლეებიპოლიტიკაერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფება და აცხადებს, რომ უკვე მეორე დღეა...

ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფება და აცხადებს, რომ უკვე მეორე დღეა ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდეს ვაჟა გაფრინდაშვილის განთავისუფლების თხოვნით ბიბილოვს დაელაპარაკოს

Published on

ერეკლე კუხიანიძე საოკუპაციო ხაზთან იმყოფება. საკრებულოს დეპუტატის განცხადებით, ის უკვე მეორე დღეა ცდილობს, ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადავიდეს. კუხიანიძე აცხადებს, რომ სურს, წვლილი შეიტანოს ექიმი გაფრინდაშვილის გათავისუფლებაში:

“გუშინ ვცადე მე ეს განმეხორციელებინა, მაგრამ რაღაც სხვა მიმართულებით გამიშვეს და სადღაც ტყეში ვიბოდიალე და რაღაც მავთულხლართებში გავიჭედე. დღეს უკვე ეს ამბავი გახმაურდა და ახლა არ მინდა რაღაც ცირკს დაემსგავსოს, მაგრამ გამოუვალი ის მაქვს და გახმოვანდება ჩემი სურვილი. მინდოდა, მიმემართა ბატონი ბიბილოვისთვის,”- განაცხადა კუხიანიძემ.


მისი თქმით, გარინდაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის კანონები დაარღვია თუმცა, მათთან საერთო ენა მაინც უნდა გამოინახოს.

„უნდა გადავსულიყავი იქ და ისეთ სიტყვებს ვიპოვიდი, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს გაათავისუფლებდნენ. ექიმმა მათი კანონები დაარღვია, თუმცა უნდა გამოვნახოთ საერთო ენა და გავათავისუფლოთ ეს ადამიანი” – აღნიშნა კუხიანიძემ.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...