მთავარისიახლეებიპოლიტიკაკახი კახიშვილი პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის - წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას სთავაზობს

კახი კახიშვილი პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის – წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას სთავაზობს

Published on

    სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი კახი კახიშვილი პარლამენტს აღკვეთის ღონისძიების ახალი სახის – წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას სთავაზობს. ამის შესახებ მინისტრობის კანდიდატმა პარლამენტში, რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, დღეს სასამართლოს მიერ მხოლოდ ორი ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახე გამოიყენება, რომელიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსშია გაწერილი – გირაო და პატიმრობა.
    ”ჩვენ ვმუშაობთ აღკვეთის ღონისძიების ახალ ფორმაზე. ეს არის შინაპატიმრობა და საპრობაციო აღკვეთის ღონისძიება. პრაქტიკის ანალიზმა ცხადყო, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში მხოლოდ ორი ეფექტური აღკვეთის ღონისძიების სახეა, რომელიც გამოიყენება სასამართლოს მიერ – გირაო და პატიმრობა, აქედან გამომდინარე, სხვა ალტერნატიული, უფრო მეტად ეფექტური აღკვეთის ღონისძიების არ არსებობის შემთხვევაში ძირითადად გამოიყენება პატიმრობა, ამიტომ შორს წავედით და შევთავაზებთ საქართველოს პარლამენტს წინასააღკვეთო პრობაციის შემოღებას, იმისთვის რომ შევამციროთ წინასწარ პატიმრობაში მყოფი ადამიანების რაოდენობა”, – განაცხადა კახიშვილმა. 
   სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრობის კანდიდატი, დამტკიცების შემთხვევაში, პარლამენტს ასევე ადმინისტრაციული პატიმრობის ვადების შემცირებასაც შესთავაზებს. კერძოდ, მაღალი რისკის შემთხვევაში, პატიმრობა 90 დღიდან 60 დღემდე უნდა შემცირდეს, საშუალო რისკის შემთხვევაში კი, 60-დან 30 დღემდე. როგორც კახიშვილმა აღნიშნა, ადმინისტრაციული პატიმრობის ვადები პარლამენტის მხრიდან მხარდაჭერის შემთხვევაში შემცირდება, რაზეც კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ დეპუტატები ვადების უფრო მეტად შემცირებასაც დაუჭერენ მხარს. 
 

სიახლეები

4 ოქტომბრის საქმე – მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე საპროცესოს ითხოვენ

4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულები: მურთაზ ზოდელავა, ლაშა ბერიძე და გური ჟვანია საპროცესო შეთანხმებას ითხოვენ....

რუსთავის მე-6 ციხეში გიორგი დავითაძის სოლიდარობის გამო პატიმრებს ხელკეტებით სცემეს-ადვოკატი

„პატიმარ ლაშა ჩაჩანიძეს მე-6 დაწესებულებაში ბადრაგებმა ხელკეტებით სასტიკად სცემეს იმის გამო, რომ მან გიორგი...

რეფორმების შესრულებისთვის ევროკავშირმა მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა

ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის გეგმის ფარგლებში ევროკომისიამ მოლდოვას დამატებით €157 მილიონი გადაურიცხა. თანხის გამოყოფის შესახებ გადაწყვეტილება...

რამდენიმე სტუდენტს აღენიშნა ალკოჰოლური თრობის შედეგად გამოწვეული შეუძლოდ ყოფნა-CU

კავკასიის უნივერსიტეტი Welcome Party-ზე რამდენიმე სტუდენტის მოწამვლის ფაქტს ეხმაურება. მათი განცხადებით, სტუდენტების სავარაუდო მოწამვლის...