მთავარისიახლეებიპოლიტიკარუსეთის დუმის სპიკერი: ,,ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, საქართველო და უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას...

რუსეთის დუმის სპიკერი: ,,ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, საქართველო და უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარსულში ექაჩებიან”

Published on

ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, საქართველო და უკრაინა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას წარსულში ექაჩებიან. რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში არიან რიგი ქვეყნების წარმომადგენლები, რომლებიც, ჩემი აზრით, განწყობილნი არიან, რომ ყველა უკან დააბრუნონ“, – განაცხადა ვოლოდინმა ასამბლეის თავმჯდომარესთან ლილიან მორი პასკიესთან შეხვედრისას.

ასეთ ქვეყნებს შორის, რუსეთის დუმის სპიკერმა, სწორედ ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, საქართველო და უკრაინა დაასახელა.

„მათ სურთ სხვების ხარჯზე იცხოვრონ და თავად არ ააშენონ თავისი ეკონომიკა და უზრუნველყონ საკუთარი თავი. უკრაინას სურს რუსეთის გაზის ტრანზიტით იცხოვროს, საქართველოს – რუსეთისთვის თავისი ღვინის მიწოდებით“ ,- განაცხადა ვოლოდინმა.

მან გაიხსენა თბილისში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის დელეგაციის ვიზიტი და განაცხადა, რომ დარბაზში „შევარდნენ ნაციონალისტები და დაიწყეს ყვირილი, რომ რუსებმა დაიკავეს მათი პარლამენტი. დაიწყო შეხლა-შემოხლა, შემდეგ კი – მიტინგები. ჩვენი დელეგაცია, პრაქტიკულად, საფრთხის ქვეშ იყო. ჩვენ შევძელით მათი ევაკუაცია, მაგრამ მოწვევა საქართველოს ხელისუფლებისგან იყო“, – განაცხადა ვოლოდინმა.

მისი თქმით, ამისთვის ელემენტარული ბოდიშია მოსახდელი.

რუსული მედიის ინფორმაციითვე, პასკიემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა მშვიდობიან კალაპოტს დაუბრუნდება.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...