მთავარისიახლეებისამართალიგოგონამ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მასწავლებლებმა გამოტეხეს და დაპირდნენ, რომ...

გოგონამ თვითმკვლელობა მას შემდეგ სცადა, რაც მასწავლებლებმა გამოტეხეს და დაპირდნენ, რომ თუ ვინაობას გაუმხელდა ვინ დააწერა კედლებზე წარწერები, პოლიციას არ გამოუძახებდნენ

Published on

ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით მისმა თანაკლასელმა გოგონამაც სცადა თვითმკვლელობა.

როგორც ირკვევა, მასწავლებლებმა გოგონა გამოტეხეს და დაპირდნენ, რომ თუ ვინაობას გაუმხელდა ვინ დააწერა კედლებზე წარწერები, ისინი პოლიციას არ გამოუძახებდნენ. გოგონამ აბაზანაში ვენები გადაიჭრა, სავარაუდოდ იგი საავადმყოფოშიც არ გადაუყვანიათ.

„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გოგონა გუშინ მთელი დღის განმავლობაში დაკითხვაზე  ჰყავდათ, მიუხედავად იმისა, რომ მას დიაბეტი აქვს.

თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტი სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ დაადასტურა,

“ვადასტურებ, რომ 15 წლის მოზარდმა მიიყენა თვითდაზიანებები”, – თქვა მან.

თოლორაიასვე თქმით, დაკავებული გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი ამ ეტაპზე ერთადერთია, ვის მიმართაც დანაშაულის ნიშნები გამოიკვეთა, თუმცა, გამოძიება გრძელდება.

“გამოძიება გრძელდება. ჩვენ ვმუშაობთ მართლა 24-საათიან რეჟიმში. ამ ეტაპზე იყო ამ 1 პირის დაკავების საფუძველი. დაკავებას სჭირდება თავისი მტკიცებულებითი სტანდარტი. აბსოლუტურად გულწრფელად გეუბნებით, ნებისმიერი პირი, ვის ქმედებაშიც გამოიკვეთება დანაშაულის ნიშნები, არავინ არ მოერიდება [მათ დაკავებას]”, – თქვა სახელმწიფო ინსპექტორმა.

ლონდა თოლორაია პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს, სოფო კილაძეს ხვდება. ინსპექტორმა კომენტარი სწორედ ამ შეხვედრის დაწყებამდე გააკეთა.

მანამდე “მწვანე სკოლის” დირექტორმა, ბექა დავითურმა არ უარყო, რომ შსს კიდევ ერთი მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობის საქმეს იძიებს.

სიახლეები

ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ახალი სპეცოპერაციების გეგმა დაამტკიცა. „მოხსენება რუსული აგრესიის...

ნაციონალური მოძრაობის ყრილობა ხვალ გაიმართება

"ხვალ არის ნაციონალური მოძრაობის ყრილობა, რომელიც აირჩევს დროებით მმართველობით ორგანოებს და ასევე ჩამოყალიბდება რეფორმირების...

2024 წელს სამტრედიაში მელიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება განახლდა

თითქმის ორი წლის შემდეგ, გამოძიება განახლდა კოალიცია ცვლილებისთვის ერთ-ერთ ლიდერზე ნიკა მელიაზე სამტრედიაში 2024...

დრონების დარტყმის შემდეგ ლენინგრადისა და მოსკოვის ოლქებში Wildberries-ის საწყობები იწვის

რუსეთის რამდენიმე რეგიონში 4 აგვისტოს ღამით დრონების შეტევის შედეგად Wildberries-ის ლოგისტიკურ ობიექტებსა და სასაწყობე...