მთავარისიახლეებისამართალივრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის შემდეგ თვითმკვლელობა გოგონამაც სცადა

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის შემდეგ თვითმკვლელობა გოგონამაც სცადა

Published on

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუკა სირაძის შემდეგ თვითმკვლელობა გოგონამაც სცადა.   ბექა დავითურის თქმით, ბავშვი საავადმყოფოში არ იმყოფება. კლინიკაში არ არის სკოლის არც ერთი მოსწავლე.

შეკითხვაზე, იმყოფებოდა თუ არა გოგონა, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, დაკითხვაზე ლუკასთან ერთად, დავითური პასუხობს:”იქ იყო უამრავი ბავშვი”.

მწვანე სკოლის დირექტორი კახა დავითური არ უარყოფს, რომ შსს სხვა მოზარდის თვითმკვლელობის მცდელობასაც იძიებს. მისი თქმით, პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე”იყო უამრავი ბავშვი” და ემოციურად ყველა მათგანის მდგომარეობა მძიმეა. “ეს საკითხი და კიდევ სხვა დეტალები, არის გამოძიების თემა. მიცემულია უამრავი ჩვენება ამასთან დაკავშირებით. ჩემი ინფორმაციით, არც საავადმყოფოშია არავინ, არც არაფერი”, – თქვა დავითურმა

ჩვენი ინტერესია, რაც შეიძლება მალე დასრულდეს გამოძიება, -განუცხადა მან ჟურნალისტებს

“ვადასტურებ იმას, რომ ლუკას კლასელების მდგომარეობა იყო და არის ძალიან რთული. მოსწავლეები განიცდიან ამ ამბავს, ლუკა იყო მათი მეგობარი და ისევე, როგორც ჩვენთვის, მათთვის არის მძიმე. ყველა მოსწავლის შესახებ, მათი სულიერი მდგომარეობის შესახებ, სკოლის ფსიქოლოგის სამსახური საქმის კურსშია”,- განაცხადა კახა დავითურმა. .

“ რაც შეეხება იმას, რომ 112-ში დავრეკეთ, როდესაც ჩვენ ვნახეთ დაზიანებული სკოლა და უცხო ადამიანი სკოლის ტერიტორიაზე შემოსული, ვალდებულება გვქონდა პატრულისთვის დაგვერეკა. მე რომ მცოდნოდა ასე დამთავრდებოდა ეს ამბავი, სულ დაეწვათ ეს სკოლა, არ გამოვიძახებდი პატრულს, მაგრამ მე არ მინდა დემონიზება იმის, რომ რაღაც ინციდენტის შედეგად ჩვენ არ გამოვუძახოთ 112-ს“,- განაცხადა სკოლის დირექტორმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გრძნობს თუ არა სკოლა პასუხისმგებლობას მომხდართან დამავშირებით, დირექტორმა განაცხადა, რომ “ისევე როგორც საზოგადოება, სკოლა გრძნობს პასუხისმგებლობას იმ მიმართულებით, რომ შესაძლოა, ბავშვების სულიერი მდგომარეობა გამოგვეპაროს”.

სიახლეები

ნინო ლომჯარიამ TV იმედს უჩივლა

საზოგადოებრივი პლატფორმა "საქართველოს ევროპული ორბიტა" დამფუძნებელი, ნინო ლომჯარია ტელეკომპანია "იმედის" წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მისი...

რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში – თინა ბოკუჩავა

,,ჟურნალისტების ზარებიდან გამომდინარე საჭიროდ ჩავთვალე კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტო ის რაც გუშინდელი ბრიფინგის დასასრულს...

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება-ზელენსკი

თუ უკრაინა დაიწვება, მოსკოვიც დაიწვება - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებთან სატელეფონო...

სამთვიანი პატიმრობის შემდეგ ზუგდიდის, აქციების მედროშე შალვა ესართია თავისუფალია

პოლიციის დაუმორჩილებლობის გამო სისხლის სამართლის წესით დაკავებული ზუგდიდელ აქტივისტს შალვა ესართიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა...