მთავარისიახლეებიპოლიტიკავინ წაიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გამარტივებული შესყიდვებით 1 403 997 ლარი,...

ვინ წაიღო საგარეჯოს მუნიციპალიტეტიდან გამარტივებული შესყიდვებით 1 403 997 ლარი, ჩიტმა? არა – ბუზ… არიაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარის ბიზნესპარტნიორმა

Published on

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, მას შემდეგ, რაც ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, მისი ბიზნესპარტნიორის კომპანიამ გამარტივებული შესყიდვებით საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 1 403 997 ლარი მიიღო.

ოთარ ჩალათაშვილი საგარეჯოს საკრებულოს თავმჯდომარე 2017 წელს გახდა. თანამდებობის დაკავებამდე ის ფლობდა კომპანია “ჩალიუსს”, რომლის დირექტორი ოთარ ბუზარიაშვილი იყო.

2018 წელს, მას შემდეგ, რაც ჩალათაშვილმა თანამდებობა დაიკავა, ბუზარიაშვილმა ახალი კომპანია დააფუძნა – შპს “ახალი კომპანია 2018”. ამ კომპანიამ კი 2019 წელს გამარტივებული შესყიდვებიდან 1 336 748 ლარი მიიღო და 67 248 ლარიანი ტენდერი უკონკურენტოდ მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ახალ კომპანია 2018-ს საგარეჯოს მუნიციპალიტეტს გარეთ არც ერთ ტენდერში თუ გამარტივებულ შესყიდვაში მიუღია მონაწილეობა. მუნიციპალიტეტს გარეთ ტენდერებსა და შესყიდვებში არც ოთარ ბუზარიაშვილის სხვა კომპანიები მონაწილეობდნენ.

სიახლეები

დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტს ბავშვები უახლოეს პერიოდში მიიღებენ

კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატს“ სავარაუდოდ, ოქტომბრის თვიდან მიიღებენ - ამის შესახებ ინტერპრესნიუსს ზაქრო...

ევროპის უსაფრთხოება, უკრაინის დახმარების გაძლიერება-ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა 16 სექტემბერს სტრასბურგში ევროკავშირის მდგომარეობის შესახებ ყოველწლიური სიტყვით...

სუს-ის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად თამაზ ბორაშვილი აირჩიეს. პლენარულ სხდომაზე მის კანდიდატურას მხარი ივანიშვილის 83-მა...

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის კიდევ ერთი გენერალი მოკვდა

უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთის შეიარაღებული ძალების 4-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური, გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი...