აშშ-ის ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობს თუ რას მოიმოქმედებს თავისი პრეზიდენტობის პირველი ასი დღის განმავლობაში. დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ სურს აშშ-ს ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან გამოყვანა. „ვაპირებ გამოვცე ბრძანება ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობის შეთანხმებიდან გამოსვლის თაობაზე. აღნიშნული შეთანხმება ჩვენი ქვეყნისთვის პოტენციურ კატასტროფას წარმოადგენს. ამის ნაცვლად, მოლაპარაკებებს ჩავატარებთ სამართლიანი ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებების შესახებ, რომლებიც აშშ-ს სამუშაო ადგილებსა და წარმოებას დაუბრუნებს“, – განაცხადა ვიდეომიმართვაში დონალდ ტრამპმა. ტრანს-წყნარი ოკეანის პარტნიორობა სავაჭრო შეთანხმებაა, რომელსაც ხელი მოაწერეს აზია-წყნარი ოკეანის რეგიონის 12-მა ქვეყანამ 2016 წლის თებერვალში. აღნიშნული შეთანხმების მიზანია სატარიფო ბარიერების შემცირება, ასევე შეთანხმების მონაწილე ქვეყნებში შიდა წესების რეგულირება, ისეთ სფეროებში როგორიც არის შრომითი კანონმდებლობა, ეკოლოგია, ინტელექტუალური საკუთრება. ტრამპმა ვიდეომიმართვაში ასევე განაცხადა, რომ მოითხოვს ყველა სავიზო დარღვევების საქმეების გამოძიებას. „მითითებას მივცემ შრომის სამინისტროს, გამოიძიონ სავიზო პროგრამის ყველა დარღვევები, რომლებიც ძირს უთხრიან ამერიკელი მუშების მდგომარეობას“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
სიახლეები
საზოგადოება
საგანმანათლებლო-შემეცნებითი მოგზაურობა საქართველოს მასშტაბით, ილიაუნთან ერთად
26 აპრილიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან, პროფესორებთან, სტუდენტებთან და ილიაუნის ჰუმანოიდ რობოტ ატომთან...
საზოგადოება
კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...
სიახლეები
ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI
ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...
სიახლეები
მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა
თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...