მთავარისიახლეებისაზოგადოებახომ იცოდა?და მე გპასუხობთ – იცოდა!

ხომ იცოდა?და მე გპასუხობთ – იცოდა!

Published on

გიორგი კეკელიძის ბლოგი ,, პუბლიკა გე-ზე”

კი, რაღაც ყველაფერს პროვოკაციის სუნი ასდის:

ხომ იცოდა გაფრინდაშვილმა, რომ დააპატიმრებდნენ, რაღას გადადიოდა ,,იმ მხარეს’’?

ხომ იცოდა ტატუნაშვილმა, რომ მოკლავდნენ, რაღატომ გადაწყვიტა წასვლა?

ანწუხელიძემ ხომ იცოდა, რუსეთი რომ დიდია და მაგას ვერ მოერევი, რატომ არ დანებდა?

ზვიად გამსახურდიამ ხომ იცოდა, რომ მოკლავდნენ, რაღას ბრუნდებოდა სამშობლოში?

ხომ იცოდა მიხელ ჯავახიშვილმა, რომ აწამებდნენ და დახვრეტდნენ?

და ილია ჭავჭავაძემ ხომ იცოდა,  გულში ტყვიის დახლა რომ არის სამშობლოს გულით სიყვარულის ბოლო?ასევე იხილეთგაფრინდაშვილის განტოლება10 დეკემბერი, 2019

დიმიტრი ყიფიანმაც ხომ იცოდა?

თევდორე მღვდელმა?

ხომ იცოდა შუშანიკმა საპყრობილეში რომ ამოალპობდნენ?

ან ამ აბოს რაღა რჯიდა?

იცოდნენ, იცოდნენ და რომ იცოდნენ, იმიტომ ზიხართ ახლა თქვენ დამოუკიდებელი საქართველოს რომელიღაც ქალაქში, თბილ ოთახში და დიდი წვალებით, მაგრამ მაინც რუსული შრიფტით აცოდვილებთ ბრძნულ შეკითხვას: ხომ იცოდა?

და მე გპასუხობთ – იცოდა!

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...