მთავარისიახლეებისაზოგადოებაპოლიტიკური ლეში, სახელად ერეკლე კუხიანიძე - ლევან ხაბეიშვილი ცოცხლად მკვდარი დეპუტატის გარდაცვალების...

პოლიტიკური ლეში, სახელად ერეკლე კუხიანიძე – ლევან ხაბეიშვილი ცოცხლად მკვდარი დეპუტატის გარდაცვალების დადასტურებას მოითხოვს

Published on

ლევან ხაბეიშვილი „ქართული ოცნებიდან“ საკრებულოს წევრის, ერეკლე კუხიანიძის მიცვალებულად გამოცხადებას ითხოვს.

„ეს ქაჯეთის ციხეა, სადამდე უნდა ვუბრახუნოთ. მე ვთავაზობ, მათ შორის, სამოქალაქო აქტივისტებს, ერთი შესაძლებლობა არის იმის, რომ ბატონმა კუხიანიძემ დატოვოს საკრებულო, კანონის შესაბამისად ვამბობ. თუ ის არ დაწერს განცხადებას, თუ საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობა არ მოინდომებს, რომ უთხრან, გავიდეს უმრავლესობიდან, ერთი შესაძლებლობა არსებობს – ეს კაცი ისედაც მიცვალებული იყო ქართველი ხალხისთვის, არაფერი გაუკეთებია, ახლა განსაკუთრებით არის პოლიტიკური მიცვალებული, გამოვაცხადოთ ეს ადამიანი მიცვალებულად, მივმართოთ მუნიციპალიტეტს და გადაამოწმოს ეს კაცი ცოცხალია თუ არა. რეგლამენტის შესაბამისად, ადამიანს უფლებამოსილება შეიძლება შეუწყდეს თუ ის მიცვალებულად გამოცხადდება. ჩემი აზრით, ეს ადამიანი პოლიტიკურად მიცვალებულია, მას ნამდვილად არაფერი ესაქმება თბილისის საკრებულოში, ამიტომ ჩვენ მათ შორის, საკრებულოს ოპოზიცია უზრუნველვყოფთ წერილის მომზადებას, სადაც მივუთითებთ, რომ ბატონი კუხიანიძე ქართველი ხალხისთვის მისი განცხადების შემდეგ პოლიტიკურად მიცვალებულია, მოვუწოდებთ მუნიციპალიტეტს, მიაკითხონ სახლში და სამეზობლოში, ეს კაცი ცოცხალია თუ მკვდარი. ჩემი ღრმა რწმენით, მისი მეზობლების ძალიან დიდი ნაწილი დაადასტურებს, რომ ეს კაცი დიდი ხანია პოლიტიკური მიცვალებულია“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...