მთავარისიახლეებიპოლიტიკათბილისის საკრებულოსთან გამართული აქცია კუხიანიძისთვის მანდატის ჩამორთმევის მოთხოვნით დასრულდა - გიორგი ტყემალაძე...

თბილისის საკრებულოსთან გამართული აქცია კუხიანიძისთვის მანდატის ჩამორთმევის მოთხოვნით დასრულდა – გიორგი ტყემალაძე აქციის მონაწილეებს დაპირდა, რომ გადაწყვეტილებას ხვალ გამოაცხადებენ

Published on

სამოქალაქო მოძრაობის ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემელაძემ უთხრა, რომ ქართული ოცნების წევრის, ერეკლე კუხიანიძის შეურაცხმყოფელ განცხადებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ხვალ, 17 დეკემბერს გამოაცხადებენ.

“გიორგი ტყემალაძემ თქვა, რომ მისთვის მიუღებელია კუხიანიძის პოზიცია და ასევე თქვა, რომ ქართულ ოცნებაში ყველასთვის მიუღებელია… დღეს უნდა გამართონ კონსულტაციები. სხვებიც იყვნენ ქართული ოცნებიდან, რიმა ბერაძემ თქვა, რომ მისთვისაც მიუღებელია კუხიანიძის განცხადება”, — აღნიშნა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს აქციას ასრულებენ და თუ კუხიანიძე საკრებულოში დარჩება, ისევ აქციას გამართავენ.

“ევროპული საქართველოს” დეპუტატმა ელენე ხოშტარიამ საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის კაბინეტის აბრა ჩამოხსნა, რის შემდეგაც “ღორი” და “ნაძირალა” მიაწერა.

მისი თქმით, აქციის მონაწილეებმა ვერ მიიღეს პასუხი, დატოვებს თუ არა საკრებულოს მანდატს “ქართული ოცნების” დეპუტატი. ხოშტარიას თქმით, სწორედ ამიტომ, მისი კაბინეტის შესასვლელიდან აბრა ჩამოხსნა და “დააწერა ის, რაც ეკუთვნის”

თბილისის საკრებულოს შენობასთან სამოქალაქო მოძრაობის წევრები შეიკრიბნენ და ქართული ოცნების საკრებულოს დეპუტატის, ერეკლე კუხიანიძის გადადგომას მოითხოვენ.აქცია მას შემდეგ დაანონსდა,  რაც დეპუტატმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულიექიმის ვაჟა გაფრინდასვილის ოჯახი პროვოოკაციაში დაადანაშაულა და აგინა.

“არ შეიძლება თბილისის საკრებულოში იყოს მოსიარულე ნაგავი. იმის ნაცვლად, რომ მხარში ვედგეთ ვაჟა გაფრინდაშვილს, ამის ნაცვლად ეს ნაგავი დგას და პროვოკატორს ეძახის ამ ოჯახს”, — თქვა ალეკო ელისაშვილმა.

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...