მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიგა ბოკერია: ოპონენტების დევნა ჩემამდეც იყო დაწყებული. ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია,...

გიგა ბოკერია: ოპონენტების დევნა ჩემამდეც იყო დაწყებული. ძალიან ცდება, თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამ მეთოდებით ჩაახშობს ხალხის აღშფოთებას

Published on

ჩემამდეც უკვე დაწყებული იყო ეს დევნა, თან ბევრად უფრო აქტიური ფორმით, ვიდრე ჩემს შემთხვევაში. გიგი უგულავას, ნიკა მელიას ბრალი აქვთ წარდგენილი, ირაკლი ოქრუაშვილი ციხეშია, გავრილოვის ღამის დროს დაკავებული პირები ციხეში არიან. ეს სიტუაცია უკვე შექმნილია. ამაში ახალი არაფერია. მინდა ყოველგვარი თავმდაბლობის გარეშე ვთქვა, რომ ცალკეული პერსონების წინააღმდეგ დევნაში, ჩემი ჩათვლით, კი არ არის საქმე, საქმე არის იმ ატმოსფეროში და იმ კურსში, რაც აიღო ამ სამარცხვინო ლიდერმა, ივანიშვილმა და მისი კლოუნების ამ ბანდამ. 

ამიტომ გაგრძელდება ბიძინა ივანიშვილის იზოლაცია და წნეხი და ამიტომ მოეგება გონს. არა იმიტომ, რომ ცალკეული პერსონა, ან მე ან ვინმე არის დევნის ქვეშ, არამედ იმის გამო, თუ საერთო ჯამში საით მიჰყავს ქვეყანა.

ძალიან ცდება, თუ ჰგონია, რომ ამ მეთოდებით ამ აღშფოთებას ჩაახშობს ახლა”ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია საუბრობს პროკურატურის მიერ მის გამოკითხვაზე დაბარებას. ბოკერია ამბობს, რომ დაკითხვაზე მაგისტრატ მოსამართლესთან მივა. საქმე, რომელიც ბოკერიას უშიშროების საბჭოს მდივნობის პერიოდში დახარჯულ თანხებს ეხება, 2014 წლის შემდეგ არ განახლებულა.

სიახლეები

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ ელისო კილაძეს 10-წლიანი პატიმრობა მიესაჯა გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოცხადდა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დასკვნითი სიტყვის...

უსმან ნურმაგომედოვი და მისი თანაგუნდელები აბუ-დაბის ციხიდან გაათავისუფლეს

დაღესტნელი მებრძოლი უსმან ნურმაგომედოვი და მისი გუნდის წევრები არაბთა გაერთიანებულ საამიროების ციხიდან გაათავისუფლეს, -...

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სია გააფართოვა. ახალი შეზღუდვები 12 ფიზიკურ პირსა და 101 ორგანიზაციას...

ევროკავშირმა უკრაინისთვის €8 მილიარდის გადარიცხვა დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ Ukraine Facility-ს პროგრამის ფარგლებში კიევისთვის თითქმის 8 მილიარდი ევროს გადარიცხვა დაამტკიცა, რაც...