მთავარისიახლეებიპოლიტიკაფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს - ,, ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები. ღრმაწყლოვანი...

ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს – ,, ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს ჰაერივით სჭირდება” – ნათია თურნავა

Published on

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” ვალდებულებების შესრულების საბოლოო ვადა 31 დეკემბერს ეწურება.

,, ვაცადოთ ინვესტორს დარჩენილი დღეები. ღრმაწყლოვანი პორტი საქართველოს, როგორც ჰაერი ისე სჭირდება, – აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ანაკლიის პროექტი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი პრიორიტეტული და სტრატეგიულია.

თურნავა აცხადებს, რომ მოქმედ პორტებში თავისუფალი ადგილი არაა, იმდენად გაიზარდა დატვირთვა, ამიტომ ანაკლიის პორტის დროულად აშენება ძალიან წაეშველებოდა ამ სიტუაციას.

„მე არ მინდა მოვლენებს გავასწრო, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკულად რამდენიმე დღეა დარჩენილი ინვესტორის დედლაინის ამოწურვამდე. დავაცადოთ, ეს ფორმალური დედლაინი დადგეს, შემდეგ რა თქმა უნდა, სამთავრობო გუნდი შევიკრიბებით და ვნახავთ რა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს ყოვლად აუცილებელი პროექტი ბოლოს და ბოლოს განხორციელდეს. ანაკლიის პროექტი დაგვიანდა, 2017 წლიდან ინვესტორის მოთხოვნით ვადების გადავადება ხდება. ტენდერის თავდაპირველი ვადებით, მომავალი წლიდან უნდა გვქონოდა ღრმაწყლოვანი პორტი, სამწუხაროდ ეს ასე არ მოხდა“, – აცხადებს თურნავა.

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...