მთავარისიახლეებისამხედრო თემაგენერალური შტაბის ხელმძღვანელად ვლადიმერ ჩაჩიბაია ინიშნება

გენერალური შტაბის ხელმძღვანელად ვლადიმერ ჩაჩიბაია ინიშნება

Published on

გუშინ უშიშროების საბჭოს ფორმატში  განხილულ იქნა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის ცვლილების საკითხი. პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას დაეთანხმა და დღეს გენშტაბის ახალ ხელმძღვანელად ოფიციალურად წარადგენს ვლადიმერ ჩაჩიბაიას . 
თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას თქმით კი, სამინისტრო ახალ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტზე მუშაობს, რომლის განხორციელებას უკვე გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელს მოუწევს.
„ახალ სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტს დეკემბერში წარვუდგენთ მთავრობას. ინტენსიურად მიდის მუშაობა ამ დოკუმენტზე და ახალი გუნდი გენშტაბში იქნება ამ დოკუმენტის განხორციელებისთვის.
გენერალური შტაბის ხელმძღვანელი ვახტანგ კაპანაძე კი, ნატო-ში მთავარ სამხედრო წარმომადგენლად მიდის. მან შეთავაზება უკვე მიიღო და თანხმობაც განაცხადა.

სიახლეები

ლილუაშვილის თანაგუნდელს 1.5 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე ვლადიმერ ხუნდაძე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში...

ვატო შაქარაშვილი აღიარებს, რომ სასამართლოს ჩვენება “ვარაუდების საფუძველზე” მისცა

ე.წ. ჩორჩანას საქმე - გიორგი გახარიას წინააღმდეგ მოწმედ გამოძახებულმა ვატო შაქარაშვილი აღიარა, რომ სასამართლოს...

დააკავეს “ნაცისტურ-ფაშისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების ერთ-ერთი ლიდერი – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, თბილისში არასრულწლოვნების მიმართ ჯგუფურად განხორციელებული დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის, ასევე,...

საქართველომ რუსეთს ნარკოდანაშაულში ბრალდებული ორი პირი გადასცა

საქართველომ რუსეთს დმიტრი პუშკარევი და კორნეი ფედუნოვი გადასცა, რომლებსაც რუსეთში დანაშაულებრივი დაჯგუფების შექმნასა და...