მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდში, რუსთავი 2-ის კონცერტი 30 აგვისტოს გაიმართება

ზუგდიდში, რუსთავი 2-ის კონცერტი 30 აგვისტოს გაიმართება

Published on

რუსთავი 2-ის კონცერტი ზუგდიდში 30 აგვისტოს გაიმართება. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ ექსკლუზიურად OdishiNews-თვის რუსთავი 2-დან გახდა ცნობილი. როგორც სამაუწყებლო კომპანიაში განმარტავენ, 3 დღის წინ ტელეკომპანიის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ ოფიციალური წერილით მიმართა ქალაქ ზუგდიდის მერიას კონცერტის ჩატარების უფლების მისაღებად. წერილში სამაუწყებლო კომპანია კონცერტისთვის ადგილის გამოყოფას იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალ პარკში ითხოვდა. არხმა ზუგდიდის მერიისგან პასუხი დღეს მიიღო. როგორც ოფიციალურ წერილშია ნათქვამი, ზუგდიდის მერია მზადყოფნას გამოთქვამს გაატაროს ყველა ის ღონისძიება, რომელიც გათვალისწინებულია „შეკრებისა და მანიფესტაციების“ საქართველოს კანონით. ქალაქის მერია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ს რთავს ნებას კონცერტი ჩაატაროს ზუგდიდის იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ სკეითპარკში. 
30 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ღონისძიებების ფარგლებში მოეწყობა სახალისო სპორტული თამაშები ბავშვებისთვის, ასევე კომედი შოუს, პროექტ საქართველოს ვარსკვლავის, იქს ფაქტორის, ნიჭიერის მონაწილეებისა და ჯგუფი გამოუვალი მდგომარეობის ერთობლივი კონცერტი. ღონისძიებებში მონაწილეობას ასევე მიიღებენ რუსთავი 2-ის ცნობილი სახეები და ჟურნალისტები. 
სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მსგავს კონცერტებს წინააღმდეგობა მოჰყვა ჯერ ბათუმში, შემდეგ კი ფოთში, სადაც გაურკვეველი მიზეზებით კომპანიას არ მისცეს უფლება ჩაეტარებინა უფასო კონცერტები. მიუხედავად დიდი წინააღმდეგობისა, რუსთავი 2-მა დაანონსებული კონცერტები ორივე ქალაქში წარმატებით ჩაატარა, რომელსაც ათასობით ადამიანი დაესწრო. 
ლევან კალანდია

სიახლეები

აქციის ორგანიზატორი არ ვყოფილვარ – პაატა მანჯგალაძე

თბილისის საქალაქო სასამართლოს სასახლის ღობის საქმეზე სხვა ბრალდებულებთან ერთად დღევანდელ სხდომაზე სიტყვით მიმართა პაატა...

“პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს” – ირაკლი ჩხვირკვიას საბოლოო სიტყვა

"პროკურატურა შეგნებულად ატყუებს სასამართლოს, როცა ამბობს რომ მე ვიმყოფებოდი რეზიდენციის ეზოში" - ამის შესახებ...

ხობში, მდინარე ცივში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მდინარე ცივში, 50 წლამდე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. IPN.GE -ს ცნობით, ადგილობრივის...

ზელენსკიმ ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ალექსანდრე ლუკაშენკოს შვილებს სანქციები დაუწესა - ბელორუსის პრეზიდენტის ოჯახის წევრები...