მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო არჩევნების შესახ NDI-მ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

საპარლამენტო არჩევნების შესახ NDI-მ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა

Published on

   საპარლამენტო არჩევნების შესახებ საბოლოო ანგარიშში გამოაქვეყნა NDI-მ. საკმაოდ ვრცელ დოკუმენტში წარმოდგენილია რეკომენდაციებიც.ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის მონაცემების თანახმად, საქართველოში 2016 წლის არჩევნებზე რამდენიმე სერიოზული ინციდენტი გამოვლინდა, თუმცა ძალადობა მასშტაბური არ ყოფილა.მომავალი არჩევნებისთვის შემაკავებელი ეფექტის უზრუნველსაყოფად NDI-ს რეკომენდაციით, კანონის დამრღვევი პირები დროულად უნდა დაისაჯონ. აქცენტი მსგავს შემთხვევებში პოლიციის მზადყოფნის აუცილებლობაზეც კეთდება.  ანგარიშში საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობა პროფესიონალურად არის შეფასებული, თუმცა ნათქვამია, რომ იყო კითხვები ზოგიერთი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების მიუკერძოებლობასა და კვალიფიკაციასთან დაკავშირებით.არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე კი NDI თვლის, რომ "პოლიტიკურმა ლიდერებმა ახლა განსაკუთრებული ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ იმისთვის, რომ გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებასა და პოლიტიკის შემუშავების ინკლუზიურ პროცესს შეუწყონ ხელი."შეფასებულია საარჩევნო გარემოც – და ნათქვამია, რომ "გარემო არათანაბარი იყო იმ კუთხით, რომ ქართულმა ოცნებამ მთლიანი შემოწირულობების 66% მიიღო და ჯამურად, ყველა სხვაზე მეტი დახარჯა.ანგარიშის წარდგენის შემდეგ განცხადება გააკეთა NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა.
   “ეს არჩევნები ასახავდა ხალხის ნებას, თუმცა იყო მნიშვნელოვანი პრობლემებიც, მათ შორის ძალადობა, დაშინება, პრობლემები საარჩევნო კომიტეტთან დაკავშირებით, რომლებიც ვერ ასრულებდნენ სათანადოდ თავის პასუხისმგებლობას და იყო ბევრი შეცდომები. ჩვენ ასევე შევეხეთ საჩივრების განხილვის პროცესს და სხვა საკითხებს. ასე რომ, გვაქვს რეკომენდაციების სერია. ამ ანგარიშის მთავარი მიზანი კი ისაა, რომ ვიცოდეთ რა შეიძლება გაუმჯობესდეს, რათა შემდეგი საარჩევნო პროცესი უფრო მსუბუქი იყოს,” – განაცხადა ლორა ტორნორმა.  
 
 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...