მთავარისიახლეებიპოლიტიკამანანა კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

მანანა კობახიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

Published on

  გიდასტურებთ, ნამდვილად იყო შემოთავაზება, იყო თხოვნა გუნდიდან, მაგრამ გარკვეული მოსაზრებების გამო, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობაზე უარი ვთქვი,განაცხადა მანანა კობახიძემ.მისი თქმით, უახლოეს პერიოდში პარტია გაახმოვანებს იმას, თუ ვინ უხელმძღვანელებს აღნიშნულ კომიტეტს. „ჩვეულებრივად ვაგრძელებ მუშაობას. გუნდის წევრი ვარ ისევე, როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი და ვემზადებით პირველი სხდომისთვის. არაფერი არ იცვლება ჩემს ურთიერთობებში პარტიასთან, გუნდთან მიმართებაში. რაც შეეხება ამ შემოთავაზებას, ნამდვილად უარი მაქვს ნათქვამი. დარწმუნებული ვარ, ვინც იქნება თავმჯდომარე, ძალიან ღირსეულად გაართმევს თავს, “, – აღნიშნა მანანა კობახიძემ. მანანა კობახიძემ კითხვაზე, ხომ არ მოიაზრება მისი კანდიდატურა პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე, მით უფრო, რომ უმრავლესობის კვოტით გათვალისწინებულ, ვიცე-სპიკერის ერთ-ერთ თანამდებობაზე კანდიდატურა შერჩეული ჯერ კიდევ არაა, კობახიძემ აღნიშნა, რომ პარლამენტში რიგით დეპუტატად დარჩება. 
   „მიღებული მაქვს გადაწყვეტილება, რომ გავაგრძელო საქმიანობა პარლამენტში როგორც დეპუტატმა და განვახორციელო სადეპუტატო უფლებამოსილება. ნამდვილად არ არის მნიშვნელოვანი და აუცილებელი კონკრეტული თანამდებობა იმისთვის, რომ შენი მანდატი განახორციელო. თანამდებობისთვის არ გვიბრძოლია და ამ შემთხვევაში არ არის მთავარი თანამდებობა. ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენ მანდატი მივიღეთ ხალხისგან“, – აღნიშნა მანანა კობახიძემ.როგორც ცნობილია, უმრავლესობამ საკუთარი კვოტით ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე გია ვოლსკის და ზვიად ძიძიგურის კანდიდატურები დაასახელა. ვიცე-სპიკერის კიდევ ერთ თანამდებობაზე კი კანდიდატურა შერჩეული არაა. ცნობისთვის, ვიცე-სპიკერის ერთი პოსტი ვაკანტური იყო მე-8 მოწვევის პარლამენტშიც. რაც შეეხება პირველ ვიცე-სპიკერს, აღნიშნულ თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილის კანდიდატურის წარდგენა მოხდება. 

 
 

სიახლეები

“იმედი” გაიყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია

მედიაჰოლდინგი 'იმედი" მისმა ძველმა მფლობელმა ირაკლი რუხაძემ გაყიდა, მაგრამ ახალი მფლობელიც პროსახელისუფლო ბიზნესმენია, მეტიც,...

რუსეთთან შეთანხმების მისაღწევად აშშ-მა ვადა ივნისამდე მოგვცა – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ აშშ-მ უკრაინასა და რუსეთს თითქმის ოთხწლიანი ომის დასრულებისთვის შეთანხმების მისაღწევად ივნისამდე...

გარდაბანში ცოლის მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალი წარვუდგინეთ – პროკურატურა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გარდაბანში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის, პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის, დოკუმენტის...

სწრაფი ჩარიცხვის აპარატების მძარცველები დავაკავეთ, ზარალი 12.000 ლარია – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით ჩადენილი...