მთავარისიახლეებიმსოფლიომოლდოვას ახალი პრორუსი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ,,ევროპას მოლდოვა კი არ...

მოლდოვას ახალი პრორუსი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ,,ევროპას მოლდოვა კი არ სჭირდება, არამედ მისი სახით კიდევ ერთი მიწის ნაგლეჯი ნატოსთვის”

Published on

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსმა კანდიდატმა გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში სოციალისტური პარტიის ლიდერმა იგორ დოდონმა, რომელიც რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის მომხრეა, ხმების 55% მოიპოვა.
მისმა კონკურენტმა მაია სანდუმ კი, რომელიც ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის კურსის გაგრძელებას უჭერს მხარს, ხმების 45% მიიღო.
კიშინიოვის ცენტრალურ მოედანზე  დღეს დიდ საპროტესტო აქციას გეგმავენ ისინი, ვინც უკმაყოფილოა არჩევნების შედეგებით  და ვისთვისაც მიუღებელია დოდონის პრორუსული პოლიტიკა , აქცია სოცილაური ქსელით დაიგეგმა და მასში, წინასწარი მონაცემებით, 3 ათასამდე ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. აქციის ორგანიზატორია სამოქალაქო პლატფორმა ,, ღირსება და სამშობლო.''
ახალარჩეულმა პრეზიდენტმა პირველივე გამოსვლაში გამოაცხადა, რომ ის იქნება ყველა მოქალაქის პრეზიდენტი, მათიც, ვინც მოლდავეთის ევროკავშირში შესვლის მოხრეა და მათიც,  ვისაც რუსეთთან კავშირი ურჩევნია. 
მას პირველ სიტყვაშიც კი არ უცდია ოდნავ მაინც შეენიღბა პოზიცია რუსეთთან ურთიერთობის საკითხში, რომელიც მოქალაქეთა ერთი ნაწილისათვის კატეგორიულად მიუღებელს ხდიდა მის კანდიდატურას.  
,,ევროპას მოლდოვა კი არ სჭირდება, არამედ მისი სახით კიდევ  მიწის ნაგლეჯი ნატოსთვის  – ჩემი პირადი და ამავე დროს ჩემი პარტიის – სოციალისტების  პოზიცია ამ საკითხში იმაში მდგომარეობს, რომ ევროპასთან ინტეგრაცია მოლდოვას სახელმწიფოებრიობის დაკარგვამდე მიიყვანს, რადგან  ინტეგრაციის საფასურად მოგვიწევს დავთმოთ დნესტრისპირეთი, გაგაუზია და  ქვეყნის  კიდევ რამდენიმე ჩრდილოეთი რაიონი, რომელთათვისაც ევროპა კატეგორიულად მიუღებელია.  ეს ნიშნავს, რომ დაგვრჩება მხოლოდ რამდენიმე რაიონი რესპუბლიკის ცენტრში , რომელნიც ფაქტობრივად რუმინეთთან გაერთიანდებიან . და მაშინ მოლდოვა, როგორც სახელმწიფო, გაქრება. 
მართალია, ევროპული ინტეგრაცია ეს სერიოზული ეკონომიკური და სოციალური გარანტიებია, მაგრამ ევრაზიული კავშირიც არ ნიშნავს ცოტას – ეს არის ქვეყნის ეკონომიკისა და სახელმწიფოებრიობის გაძლიერების, დნესტრისპირეთთან  შეთანხმების მიღწევის   შესაძლებლობა. სწორედ ამიტომ ვეწინააღმდეგები კატეგირიულად ევროპასთან, მით უფრო ნატოსთან  ინტეგრაციას – ასეთი პლატფორმით გამოდიოდა დოდონი მთელი წინასაარჩევნო პერიოდის მანძილზე. 
 
 

სიახლეები

შსს-ს და თავდაცვის თანამშრომლებს უვარგის კონსერვებს აწვდიდა – საგამოძიებომ 1 პირი დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, ფალსიფიცირებული თევზის კონსერვის დამზადება-გასაღების ფაქტზე შპს ბატონო-ს ხელმძღვანელი...

ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა

საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, ხატია წერეთელი პატიმრობიდან გათავისუფლდა - ინფორმაცია ტაბულას წერეთლის ადვოკატმა, ავთანდილ...

WSJ-ტრამპი ირანზე ჯერ შეზღუდულ იერიშებს განიხილავს, რათა რეჟიმი პირობებზე დაითანხმოს

გამოცემა Wall Street Journal-ის ინფორმაციით, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საწყის ეტაპზე ირანის წინააღმდეგ შეზღუდული ხასიათის...

ბაჩო ბულისკირიას ცხედარს უკრაინიდან სამშობლოში გააცილებენ

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლის ბაჩო ბულისკირიას ცხედარს დღეს კიევიდან სამშობლოში გააცილებენ.  ბაჩო ბულისკირია რამდენიმე დღის...