მთავარისიახლეებიპოლიტიკაიან კელი:"შეერთებული შტატები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭრას"

იან კელი:”შეერთებული შტატები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭრას”

Published on

   შეერთებული შტატები ნებისმიერი ხელისუფლების პირობებში გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ეს განცხადება, დღეს ამერიკის ელჩმა იან კელიმ გააკეთა.მისივე თქმით, ის კვლავ ფოკუსირებულია საქართველოს მხარდაჭერაზე და გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას. იან კელიმ კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება მედიის თავისუფლებაზე.  
   „ჩემი მთავარი ყურადღება საქართველოს მხარდაჭერაზეა გადატანილი. ამაზე მეტყველებს კონგრესის ორპარტიული რეზოლუციაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და მისი სუვერენიტეტული გადაწყვეტილებების მხარდაჭერის შესახებ. მოუთმენლად ველი გარდამავალ პერიოდში მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოს მიმართ გაგრძელდება. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ არ იცვლება შეერთებული შტატების პოლიტიკა მედია თავისუფლების მიმართ. ეს პრინციპი არცერთი ახალი პრეზიდენტის მმართველობის დროს არ შეიცვლება," – განაცხადა იან კელიმ.
 

სიახლეები

კაია კალასი: სანქციების მე-20 პაკეტი და უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს სესხი დავამტკიცეთ

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ ზეწოლას კიდევ უფრო გააძლიერებს. სანქციების მე-20 პაკეტის დამტკიცების შემდეგ, ევროპელმა ლიდერებმა...

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? – TI

ვინ არიან ივანიშვილის ახალი ცენზორები კომუნიკაციების კომისიაში? - ამ სათაურით საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო სტატიას...

მოსამართლემ კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის მეორე დავის განხილვაც შეწყვიტა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზია ამაღლობელის სამოქალაქო საქმის წარმოება შეწყვიტა. ბათუმელებისა და...

სააპელაციომ საბა ჯიქიას 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში დატოვა

19 წლის საბა ჯიქია სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო და 4.5-წლიანი განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვა. გადაწყვეტილება...