მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი კვირიკაშვილი: "მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად...

გიორგი კვირიკაშვილი: “მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს”

Published on

   მე დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე განმარტებით, ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილებები განპირობებულია იმით, რომ იმპორტის რაოდენობა არის ძალიან გაზრდილი და, ასევე, გაზრდილია მოხმარება. ”ქვეყანაში მოხმარება მნიშვნელოვნად გაიზარდა. ექსპორტი რაოდენობრივად გაზრდილია, თუმცა, თანხობრივ მაჩვენებლებში, ვინაიდან საექსპორტო, ძირითად ბაზრებზე ფასები არის ძალიან დაცემული, ექსპორტი ვერ დაეწია იმპორტს და ამის გამო არის სწორედ ის, რაც ხდება. უკვე დაწყებულია იმპორტის კორექტირება და აუცილებლად მოხდება კურსის დასტაბილურება. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალი თვეების განმავლობაში ლარი აუცილებლად უნდა გამყარდეს, ყველა ლოგიკით, რომელიც ჩვენ გვაქვს. ასევე გარკვეული ნაბიჯების გადადგმა იგეგმება გარკვეული რეგულაციების კუთხით იმისთვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ლარის გამყარებას და დასტაბილურებას”, – განაცხადა პრემიერმა. როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, კონკრეტულ რეგულაციებთან დაკავშირებით, ახალ ნაბიჯებს ეროვნულ ბანკთან ერთად გაახმოვანებენ. ”მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ქვეყანაში დადებითი პროცესით არის განპირობებული, მოხმარება არის გაზრდილი. ექსპორტი ვერ დაეწია მოხმარებას, გამომდინარე იქიდან, რომ საექსპორტო ბაზრებზე ფასები არის დავარდნილი, მაგრამ გაჯანსაღების პროცესი მიდის და ეს პროცესი აუცილებლად შეუქცევადი იქნება”, – განაცხადა კვირიკაშვილმა. 
 

სიახლეები

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა - გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა  ალეკო...

ნიკა გვარამია: ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია – შიგნით აქცია, გარეთ სანქცია

ოპოზიციის სტრატეგია გაცხადებულია: შიგნით აქცია - გარეთ სანქცია, - ამის შესახებ კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი...

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია

ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფ 29 დაკავებულს შორის ერთი ცაგერის საკრებულოს წევრია - მედიის...

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...