მთავარისიახლეებიპოლიტიკადონალდ ტრამპი აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაციას განახორციელებს

დონალდ ტრამპი აშშ-დან 3 მილიონამდე მიგრანტის დეპორტაციას განახორციელებს

Published on

აშშ-ის ახალარჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ ამერიკა-მექსიკის საზღვარზე კედლის აშენებას გეგმავს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია CBS-თან საუბრისას განაცხადა.
ინტერვიუ ეთერში ჯერ არ გასულა, თუმცა ტელეკომპანიამ გაავრცელა ანონსი, სადაც ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-დან 3 მილიონი მიგრანტის დეპორტირებაც მოხდება.„იმ ადამიანების დეპორტაციას ვაპირებთ, ვინც დამნაშავეები არიან და კრიმინალური წარსული აქვთ, არიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები და სხვადასხვა ბანდის წევრები. ასეთი ადამიანების რაოდენობა 2-3 მილიონია. ჩვენ ან მათ დეპორტაციას მოვახდენთ ან ციხეში ჩავსვამთ“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.ინტერვიუ ტელეკომპანია CBS-ის გადაცემა "60 წუთში" დღეს საღამოს გავა. 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...