მთავარისიახლეებიუკრაინა,,ახალი ძალების პლატფორმა '' - მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი პარტია დააფუძნა (Video)

,,ახალი ძალების პლატფორმა ” – მიხეილ სააკაშვილმა უკრაინაში ახალი პარტია დააფუძნა (Video)

Published on

მიხეილ სააკაშვილმა ახალი პოლიტიკური პარტია დააფუძნა და ვადამდელ არჩევნებს ითხოვს. ამის შესახებ განცხადება დღეს მან  კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. მიხეილ სააშვილის ახალი გაერთიანების სახელწოდებაა ,,ახალი ძალების პლატფორმა ''
“მე დღეს ვაცხადებ, რომ ვაფუძნებთ ახალ პოლიტიკურ გუნდს, რომლის მიზანია, არსებული პოლიტიკური ელიტის შეცვლა, რომელიც აკონტროლებს რადას, ჩვენი მიზანია ვადამდელი არჩევნების დანიშვნა,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონდერენციაზე.
სააკაშვილის თქმით, მის გუნდში სხვადასხვა ასაკის ადამიანები იქნებიან, რომლებსაც "ფულის კეთების" ნაცვლად, საკუთარი ქვეყნის სამსახურში ყოფნა სურთ.  გუნდში არ იქნება არც ერთი დეპუტატი, რომელიც ერთ ვადაზე მეტხანს  იყო უკრაინის უმაღლესი რადას წევრი, ასევე, არავინ ,  ვისაც ორ -სამ წელზე მეტხანს ეკავა თანამდებობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში.  
გუნდის საარჩევნო სიაში -არ იქნება  მსხვილი ბიზნესის  არც ერთი წარმომადგენელი ,  ვისაც არ უნდა წარმოადგენდეს ის – საკუთარ თავს თუ მის უკან მდგომ ვინმე სხვას . “ჩვენ მხარს დავუჭერთ ბიზნესს, მაგრამ არ შევიყვანთ ბიზნესმენებს რადაში,” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


Источник: http://censor.net.ua/n414544

 

 
 
 
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...