მთავარისიახლეებიმსოფლიოაშშ-ს ქალაქ პორტლენდში,დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა

აშშ-ს ქალაქ პორტლენდში,დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა

Published on

 აშშ-ის ორეგონის შტატის ქალაქ პორტლენდში, დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ გამართული აქცია არეულობაში გადაიზარდა.  აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ქვები დაუშინეს, საპასუხოდ სამართალდამცველებმა რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მოგვიანებით, აქციის მონაწილეებმა მაღაზიების მინები ჩაამსხვრიეს. დონალდ ტრამპის საწინააღმდეგო აქციები აშშ-ის მასშტაბით მას შემდეგ დაიწყო, რაც მისი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შესახებ გახდა ცნობილი. აქციების მონაწილეები აცხადებენ, რომ ტრამპის პრეზიდენტად არჩევა ქვეყნის რასობრივი და გენდერული ნიშნით განხეთქილებას გამოიწვევს. საპროტესტო აქციები გაიმართა მინეაპოლისში, ფილადელფიაში, ბალტიმორში, სან ფრანცისკოში და სხვა ქალაქებში. აქტივისტების მცირე რაოდენობა შეიკრიბა ჩიკაგოსა და ნიუ იორკში, „ტრამპ თაუერ“-ის შენობასთან. საპროტესტო აქციებს თავად ტრამპიც გამოეხმაურა. როგორც ის „ტვიტერის” მიკრობლოგში წერს, პროტესტი „ძალიან უსამართლო“ იყო.
 

სიახლეები

ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა

საქართველოში ბოლო ერთ დღეში საწვავის ფასი დამატებით კიდევ 10 თეთრით გაიზარდა, ხოლო ლიტრი დიზელი...

აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი ჩარიცხვის შესაძლებლობა კიდევ ერთხელ ექნებათ

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, აბიტურიენტებს, რომლებმაც სწავლის უფლება ვერ მოიპოვეს, ე.წ. მეორადი...

არ არის გამორიცხული საქართველოს საპატრიარქოს დელეგაცია მოსკოვში წავიდეს -ჯაღმაიძე

"არ არის გამორიცხული - რადგანაც რუსეთის სახელმწიფოსთან გვაქვს ასეთი ურთიერთობა, ოკუპირებული აქვს ტერიტორიები,...

თევზი 18.1%-ით გაძვირდა, ხორცი 9.8%-ით-საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2026 წლის სექტემბერშიც, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონე 0.4%-ით გაიზარდა,...