მთავარისიახლეებიპოლიტიკაუმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტსა და პოლიტიკას ტოვებს

უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტსა და პოლიტიკას ტოვებს

Published on

უმრავლესობის დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე პარლამენტს და პოლიტიკას ტოვებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან განაცხადა. მისივე თქმით, ამასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჰქონდა მის კოლეგებთან უმრავლესობაში.

„ვერ შევძელი კოლეგების დარწმუნება, რომ პროპორციულზე გადავსულიყავით, მიუხედავად იმ რისკებისა, რაც შეიძლება ჰქონოდა ამ რეფორმას. მიმაჩნია, რომ ეს იყო თანხმობის და პოლიტიკის კონსტრუქციულ კალაპოტში გადაყვანის გზა. ვერ შევძელი კოლეგები დამერწმუნებინა, რომ პლებისციტი ჩაგვეტარებინა ან რეფერენდუმი, შესაბამისად, ჩემს ადგილს ასეთ პოლიტიკაში უკვე ვეღარ ვხედავ. ნებისმიერ სასიკეთო საქმეში „ქართულ ოცნებას“ გვერდით დავუდგები“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

მისივე თქმით, ის საექსპერტო საქმიანობას დაუბრუნდება. პარლამენტში აკაკი ზოიძეს პაატა გოგოხია შეცვლის. აღნიშნულს პროპორციული საარჩევნო სია განსაზღვრავს. რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ჯანდაცვის კომიტეტის პოსტზე აკაკი ზოიძე შესაძლოა,დიმიყრი ხუნდძემ  ჩაანაცვლოს, ამასთან დაკავშირებით, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ლოგიკურია, როცა პირველი მოადგილე იკავებს ხელმძღვანელის პოსტს, თუმცა, საკითხზე ჯერ კონსულტაციები უნდა გაიმართოს და ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ იქნება ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე.

სიახლეები

ოცნების, ინიციატივით ხელისუფლების სისტემურად არაღიარება სამ წლამდე პატიმრობით დაისჯება

იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც გრანტების კანონის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლების...

სასახლის ღობის საქმე – საქალაქო სასამართლოში 14 პირის საქმე მიმდინარეობს

საქალაქო სასამართლოში სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების პროცესი იწყება. 14 ბრალდებული უკვე სხდომათა დარბაზშია. დაცვის მხარის...

საია 2024 წლის აქციებზე დაზარალებულთა სახელით სამართალწარმოებას იწყებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) იწყებს სამართალწარმოებას იმ მოქალაქეების სახელით, რომლებიც 2024 წლის ნოემბერ–დეკემბრის...

დავაკავეთ პირი, რომელმაც 5 ავტომანქანა ზედიზედ გაძარცვა – შსს

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილების გაქურდვის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობით მსჯავრის...