მთავარისიახლეებიმსოფლიოსახელმწიფო დუმას ტრამპში ეჭვი შეეპარა და მისგან რუსეთის ღალატსაც არ გამორიცხავს

სახელმწიფო დუმას ტრამპში ეჭვი შეეპარა და მისგან რუსეთის ღალატსაც არ გამორიცხავს

Published on

სახელმწიფო დუმას ტრამპში ეჭვი შეეპარა და არ გამორიცხავს, მან   რუსეთს უღალატოს . – ამის შესახებ დღეს რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის საერთაშორისო საქმეების კომიტეტის ხელმძღვანელმა ლეონიდ სლუცკიმ განაცხადა.
როგორც მან სააგენტო ,, Москва’’-ს ჟურნალისტთან საუბარში  აღნიშნა,  არ არის დარწმუნებული, რომ ტრამპი გულწრფელი იყო , როცა  რუსეთის მიმართ თავის  სიმპათიებზე ლაპარაკობდა. რუსეთის ფედერაციას  კონსტრუქტიული დამოკიდებულების  აუცილებლობის შესახებ. ,, ტრამპის სიტყვების მიუხედავად, ჩვენ  არაერთი მაგალითი ვიცით, როცა კანდიდატის წინასაარჩევნო რიტორიკა  რუსეთის მიმართ დამოკიდებულებაში მისი  გამარჯვების შემდეგ რადიკალურად იცვლებოდა დესტრუქციული მხარისკენ''  – ამბობს  სლუცკი და  არ გამორიცხავს, რომ ტრამპი უბრალოდ ცდილობდა ამით ოპონირება გაეწია დემოკრატიული პარტიის კანდიდატის ჰილარი კლინტონისათვის , სინამდვილეში კი არანაირი სიმპათია არა აქვს რუსეთის მიმართ. 
ამასთან სლუცკიმ კიდე ერთხელ დაადანაშაულა აშშ იმაში, რომ იგი ცდილობს შექმნას ერთპოლუსიანი მსოფლიო და თავს მოახვიოს ევროპას უცხო ფასეულობები,  უხეშად  ერევა სხვა ქვეყნების შიდაპოლიტიკურ სიტუციებში და ა.შ. 
ამ ფონზე დუმის დეპუტატი ,,ედინაია როსიადან’’ სერგეი ჟელეზნიაკი გამოთქვამს იმედს, რომ ტრამპი მაინც დარჩება თავისი წინასაარჩევნო რიტორიკის ჩარჩოებში , ხოლო აშშ მის ხელში უარს იტყვის  ,,აღვირახსნილ  ანტირუსულ ისტერიაზე''.
 

სიახლეები

თეთრი სახლის წინ ისროდნენ, არიან დაჭრილები – თავდამსხმელი ლიკვიდირებულია

ვაშინგტონში, თეთრი სახლის წინ, სროლის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ინციდენტი საიდუმლო სამსახურის თანამშრომელს უკავშირდება,...

აფხაზი ბოევიკები და ომი უკრაინაში — როგორ გადაიქცა დონბასი აფხაზური რევანშიზმის მეორე ფრონტად

2014 წელს დონეცკში გამოჩენილი მცირე კავკასიური მოხალისეთა რაზმი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და...

ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევეს

მოსამართლე მეია მელქაძემ ალეკო ელისაშვილი დღეს მისივე სასამართლო პროცესიდან გააძევა. მიზეზად მან წესრიგის დარღვევა...

მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა

ქუთაისში, მართვის მოწმობის გამოცდის დროს მოქალაქე ცუდად გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას "ინფო...