მთავარისიახლეებიეკონომიკაწელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაყიდა, გაისად...

წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაყიდა, გაისად კი ასი ობიექტის გაყიდვის იმედზეა

Published on

წელს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტოს ცნობით, წელს ვერც ერთი სახელმწიფო საწარმო ვერ გაიყიდა.  თუმცა იმედოვნებენ, რომ წლის ბოლომდე 100 მილიონ ლარამდე ღირებულების ქონება გაიყიდება.

დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 100 საპრივატიზებო ობიექტი წარადგინა. სახელმწიფო ქონების გაყიდვის მიზნით აუქციონები დღეიდან იწყება.

მინისტრის თქმით, უქციონი უახლოესი 12 თვის განმავლობაში გაგრძელდება – ,, ინვესტორებს ეტაპობრივად შევთავაზებთ ყველა იმ ქონებას, რაც გვაქვს და რაც აქამდე არ იყო ჩართული ეკონომიკურ ბრუნვაში. მისივე თქმით, პირველ ეტაპზე მთლიანობაში საუბარია სულ მცირე 150 მილიონი ლარის საწყისი ღირებულების ობიექტებზე, საიდანაც მოსალოდნელი ინვესტიცია 200 მილიონი ლარია. რაც მთავარია, ამ ციფრების მიღმა დგას ახალი სამუშაო ადგილები. ამ ობიექტების გაყდვის შედეგად აშენდება სასტუმროები, ახალი საწარმოები, ფერმები თუ სხვა ობიექტები, რომელიც დაახლოებით 2 500 ახალ სამუშაო ადგილს შექმნის“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, მინისტრის თქმით, შეთავაზება განკუთვნილია არა მხოლოდ მსხვილი ბიზნესისთვის, არამედ მცირე ბიზნესისთვისაც, იქნება ეს სატბორე თუ ფერმერული მეურნეობა, რომლებიც რეგიონებში დაასაქმებენ ადამიანებს , რაც ძალიან მნიშვენლოვანია.

„რაც შეეხება მსხვილ ობიექტებს, აუქციონზე ნახავთ მაგალითად, ყოფილი მიხაილოვის საავადმყოფოს. ასევე გეტყვით, რომ სია იქნება შევსებადი და მუდმივად განახლდება. უახლოეს დღეებში ასევე დაემატება წყნეთის აგარაკები, რომლის შეფასების პროცესი ცოტა ხანში დასრულდება. გვინდა, რომ ბიზნესს გამზადებული პროექტები წარვუდგინოთ და მათ მხოლოდ ერთი რამ დარჩეთ, მიიღონ მონაწილეობა აუქციონში, შეიძინონ და ააშენონ ახალი ობიექტები“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

სიახლეები

შსს: ამოღებულია 1 კგ-მდე „მეთადონი“ – დაკავებულია 2 პირ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთს პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,...

გიორგი კინოიანის მეგობრები და სამოქალაქო აქტივისტები სომხეთის საელჩოსთან იკრიბებიან

სამოქალაქო აქტივისტები და ერევანში დაკავებული, უკრაინაში მებრძოლი ქართველი მოხალისის გიორგი კინოიანის ახლობლები დღეს, 10...

კახა კალაძის შტაბთან ბანერის დაზიანების გამო შსს-მ სისხლის სამართლის საქმე აღძრა

9 სექტემბერს თბილისში, მელიქიშვილის ქუჩაზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან ბანერის დაზიანების გამო სისხლის სამართლის...

პოლონეთში რუსული დრონების შეჭრის გამო დონალდ ტუსკმა მთავრობის საგანგებო სხდომა მოიწვია

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან პირველად, NATO-ს წევრი პოლონეთის ტერიტორიაზე რუსული კამიკაძე დრონი Геран-2-ების ორი ჯგუფი...