მთავარისიახლეებიპოლიტიკაგიორგი თოდუამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

გიორგი თოდუამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. როგორც მედიასთან საუბარში აღნიშნავს, მან ეს გადაწყვეტილება რესპუბლიკურ პარტიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მიიღო. 
„ ჩემთვის ეს გადაწყვეტილება  ძალიან მძიმე და მტკივნეულია, მაგრამ  მე ვაგრძელებ პოლიტიკურ ცხოვრებას. თუ როგორ და რა მიმართულებით,  ამის შესახებ უახლოეს მომავალში გამცნობთ “, – განაცხადა გიორგი თოდუამ.
გიორგი თოდუა რესპუბლიკური პარტიის წევრი 2009 წლიდან იყო, ბოლო წლებში  კი ეროვნული კომიტეტის წევრი და  პარტიის სამეგრელოს რეგიონის კოორდინატორი.
 
 

სიახლეები

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...

ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ

პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უარყოფს მოწოდებებს კიევთან სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყების შესახებ, განუცხადა Reuters-ს კრემლთან დაახლოებულმა...

პოლონეთში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს

პოლონეთის პოლიციის ინფორმაციით, ქალაქ ოტვოცკში საქართველოს 26 წლის მოქალაქე სერიული ქურდობის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების...

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ კაკულიებს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნათ

22 წლის ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულ ძმებს, დავით და გურამ...