მთავარისიახლეებიკონფლიქტებიპანკისში ჰესების მძშენებლობასთან დაკავშირებით სისხლიანი გარჩევა მოხდა

პანკისში ჰესების მძშენებლობასთან დაკავშირებით სისხლიანი გარჩევა მოხდა

Published on

ამ წუთებში ვრცელდება ინფორმაცია , რომ პანკისში, სოფელ საქობიანეში ჰესების მძშენებლობასთან დაკავშირებით სისხლიანი გარჩევა მოხდა- დაღუპულია ერთი, დაჭრილია ოთხი ადამიანი, არსებული ინფორმაციით, დაპირისპირებულებმა ერთმანეთს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მოსახლეობა საავადმყოფოსთან არის შეკრებილი.

 ერთერთი ვერსიით, რომელზეც ადგილობრივების ნაწილი ლაპარაკობს, მომხდარი ორ გვარს მუთოშვილებსა და ქავთარაშვილებს შორის არსებულ დაპირისპირება მოყვა , კიდევ ერთი ვერსიით კი, ორ ოჯახს შორის კონფლიქტი ჰესის მშენებლობის თაობაზე მოხდა.

მოკლულის ძმისშვილი ლუიზა მუთოშვილი აცხადებს, რომ ეს საზარელი ამბავი მოყვა ჰესებთან დაკავშირებით ორი საწინააღმდეგო აზრის მქონე ახალგაზრდების კონფლიქტს, რომელიც ორ გვარს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

ლუიზა მუთოშვილის განმარტებით ამაში თავისი წილი ბრალი მიუძღვის ხელისუფლებას, რომელმაც არაფერი გააკეთა კომუნიკაციის დეფიციტის აღმოსაფხვრელად.

პანკისძი მდგომარეობა იძაბება. მოსახლეობა საავადმყოფოსთან არის შეკრებილი, სადაც ერთერთ დაჭრილს ოპერაცია უტარდება. აპანკისელრ ი კიკრიბებიან ხსხვა ადგილებშიც.

მოსალოდნელია დღეს მომხდარს პანკისში საშიში პროცესები მოყვეს – იუწყებიან ადგილობრივი ჟურნალისტები

სიახლეები

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს

რუსებმა გასული 24 საათის განმავლობაში უკრაინაში 1,190 ჯარისკაცი დაკარგეს - უკრაინის გენშტაბის ცნობით, ომის...

ევროკავშირმა ნავალნის მოწამვლაში მონაწილეობისთვის ექვს რუს პირს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა დღეს რუსეთის ექვს მოქალაქეს, რომლებიც ქიმიური იარაღის, კერძოდ ეპიბატიდინის, შემუშავებასა და მოკლული რუსი...

3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე მთიან რეგიონებში წვიმაა მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 ივლისის დღის ბოლოდან 5 ივლისამდე საქართველოს მთიან რაიონებში მოსალოდნელია...

TI- ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492 390 ლარი დახარჯა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტმა ბოლო ერთ წელიწადში 8 ახალი ავტომობილი შეიძინა, რაშიც გადასახადის გადამხდელთა ჯიბიდან 492...